18. ჩ. ჩ.

1.2K 141 55
                                    

-  ფიფქიავ?

ჩემს წინ ასვეტილი სხეული წელსი მოხრილიყო, პირდაპირ თვალებში ჩამშტერებოდა, ყურებამდე იღიმოდა და ჩემს თვალიერებას არ წყვეტდა.

თავი საშინლად უხერხულად ვიგრძენი და ვერ გადავხარშე გონებაში ის, თუ ვინ შეიძლებოდა ჩემს წინ მდგარიყო.

- უ-უკაცრავად? - ენა დამება მისი დაჟინებული მზერის გამო.

- ვერ მცნობ?- ის ისევ არ წყვეტდა ღიმილს,- შენ ხომ თეთრი თმა გაქვს?

თავი ინსტიქტურად დავუქნიე.

- და ნაცრისფერი თვალები,- ისევ გავიმეორე ის მოძრაობა, რაც რამდენიმე წამის წინ გავაკეთე.

- და შენი სახელია ფელიცია,- თვალები დავაჭყიტე. 

მინდოდა მეფიქრა რომ არ ვცდებოდი და ეს მომღიმარი პიროვნება ზუსტად ის იყო, ვინც მე მეგონა. თუმცა კი მისი სახელის წარმოთქმის მეშინოდა. უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდებოდი, რომ შევმცდარიყავი, ამიტომ ვაცადე თავად მისულიყო იმ მომენტამდე, როდესაც სახელს მეტყოდა.

- კარგი რაა ფელ,- უკვე მოიწყინა. არა, ნამდვილად არ ვცდებოდი. ეს ღიმილი, წვირლი თვალები და გამხდარი, საყვარელი სახე,- მართლა ვერ მცნობ? უკვე დაგავიწყდი?

ის გრძნობა, რომ შეიძლებოდა შევრცხვენილიყავი უკან მოვიტოვე და ხმის კანკალით ამოვთქვი:

- ჩ-ჩენ?

მისი მშვენიერი ღიმილი ისევ დაბრუნდა:

- თურმე გახსოვარ!- შესძახა.

გულში დარტყმა ვიგრძენი და ლოყაზე სისველე. როგორ მომენატრა..

- ჩენ!- ამჯერად უკვე გაბედულად წარმოვთქვი და კისერზე მოვეხვიე.

- რომ იცოდე როგორ მომენატრე ფელ,- მისი ხელები წელზე ვიგრძენი და მივხვდი, რომ ჩემი ფეხები იატაკს აღარ ეხებოდა,- ისევ ისეთი მგრძნობიარე ხარ,- ჩაიცინა და საფეთქელზე დამიტოვა კოცნა.

და ბოლოს მერცხლებმაც გადაიფრინეს (Chanyeol fanfiction)Opowieści tętniące życiem. Odkryj je teraz