საქმე, საქმე და საქმე

1.1K 132 14
                                    

  ბატონამ პაკმა მისაღები დატოვა და თავის ოთახში ავიდა ისევ. საკამოდ ბევრი დავალება მომცა და მე ისიც კი არ ვიცოდი საიდან უნდა დამეწყო. ირგვლივ მიმოვიხედე: მისაღებს ხელის შევლება ჭირდება, სამზარეულოს - დალაგება, ჭურჭელი დასარეცხია, სარეცხი -  დასაფენი, მტვრები ყველა ოთახში გადასაწმენდი, იატაკიც მოსაწმენდი, ღმერთმა უწყის სხვენი და სარდაფი ( რომლების გახედვისკენაც მეშინია) რა მდგომარეობაში დამხვდება. ამას გარდა საჭმელია მოსამზადებელი და ფარდები დასაკიდი. რით დავიწყო? ტანზე დავიხედე. ჯინსები მეცვა ისევ. არა, ჯინსებით ნამდვილად ვერ დავიწყებდი დალაგებასა და რეცხვას, ამიტომ ჩემ ოთახში ავედი. კიდევ კარგი ჩემი ოთახი მაინცაა სუფთა და დალაგება არ ჭირდება. გამოვიცვალე და ისევ ქვევით ჩავედი.

დიდ იმედს ვიტოვებდი, რომ ჩემი საქმეების დასრულებამდე, ბატონი პაკი ოთახიდან არ გამოვიდოდა. მისი რეპლიკები და დაუდგენელი მიზეზით გაღიზიანებული ხასიათი, სამუშაოს მხოლოდ დამიმძიმებდა.

ამას გარდა ალბათ გამირთულდებოდა ჩანიოლის ისახლოვეს მუშაობა. მისი აურა მას შემდეგ მაბრუებდა, რაც პირველად დავინახე.

კიდევ ერთხელ მოვავლე სახლს თვალი.

ვინაიდან პროდიქტების სიმცირეს განვიცდიდი, რადგან ჯერ არ მოეტანა მძღოლს ისინი, შესაბამისად საჭმლის მომზადებას ჯერ ვერ დავიწყებდი. 

გადავწყვიტე მისაღები მიმელაგებინა ჯერ, რადგან ბევრი არაფერი იყო იქ გადასაწმენდი, ფაქტობრივად მხოლოდ მტვერი უნდა ამეგო და იატაკი მომეწმინდა. ფანჯრები ჯერ კიდევ გუშინ, ბატონი პაკის მოსვლამდე ჩამოვწმინდე, ამიტომ კიდევ ერთხელ გაწმენდას არ საჭიროებდა ჯერ.

მისაღებსი მდგარ მაგიდაზე ჩანიოლის საბუთები იყო აქეთ იქით მიყრილი და არ ვიცოდი საერთოდ ხელი უნდა მეხლო თუ არა. გადავწყვიტე მაგიდა ასე დამეტოვებინა და ბატონის ჩამოსვლას დავლოდებოდი. მეკითცა რა უნდა გამეკეთებინა და მხოლოდ ამის შემდეგ ამელაგებინა ეს მაგიდა. თვითნებურად, რომ დამელაგებინა და შემთხვევით რაიმე მნიშველოვანი გადამეგდო ან საბუთები ერთმანეთში ამერია, ბატონი პაკი ალბათ მართლა გამიშვებდა სამსახურიდან.

და ბოლოს მერცხლებმაც გადაიფრინეს (Chanyeol fanfiction)Where stories live. Discover now