ყველაფრის ატანა შემიძლია მაგრამ ამის არა.
შარვალს ვიცმევ, კარისკენ სწრაფად გავრბივარ, საკეტს ვხსნი და საპირფარეშოდან კლასში გავრბივარ, ჩანთას ვიღებ და გაუფრთხილებლად ვტოვებ სკოლას.
ნუთუ ამის გაკეთებას მართლა აპირებდა... და საერთოდაც მე გოგოები მომწონს გეი რომც ვიყო ის არასოდეს მომეწონებოდა. არ მინდა უკან დაბრუნება, რა მოხდება თუ ის ამ ყველაფერს ისევ ცდის, რა მოხდება თუ ამჯერად თავს ვეღარ დავაღწევ საერთოდაც არ მჯერა რომ შევძელი გამოსვლა, არასდროს შევწინააღმდეგებივარ. ვიცი საშინლად გაბრაზდებოდა და რათქმაუნდა ხვალინდელ დღეს ელოდება რომ საშინლად გამისწორდეს თუმცა არ ვაპირებ ფეხები გავუშალო ქალივით. ვერ ვეწინააღმდეგებოდი როდესაც მცემდა მაგრამ ლაჩარი არ ვარ! არ ვაპირებ ჩემი სხეული მისი სათამაშო გავხადო.
სახლში მალე მივედი, ალბათ იმიტომ რომ როგორც შემეძლო მივრბოდი. ნეტავ რამდენი ხანი მომიწევს ამის გაკეთება.
მეორე დღეს თავი მოვიავადმყოფე. დედა რათქმაუნდა წამოეგო ჩემს მსახიობურ ნიჭზე მე ხომ არასდროს მომიმიზებია რამე სკოლის გასაცდენად. მთელი დღე ტელეფონით ვერთობოდი თუმცა მომბეზრდა და გარეთ გასეირნება გადავწყვიტე. თუ საათს დავუჯერებთ ახლა მეხუთე გაკვეთილი უნდა ჰქონდეთ ამიტომ თავისუფლად გავალ.
დედამ თბილად შემფუთა ტანსაცმლით და ისე გამიშვა, თავი 8 წლის მგონია მისი მზრუნველობა ისე მსიამოვნებს ვფიქრობ მსახიობური ნიჭი კიდევ ცოტახნით ხომ არ გამოვიყენო.
ვსეირნობდი და ერთდროულად ბევრ რამეზე ვფიქრობდი-რა კარგი ჰაერია
უკნიდან ხმა როგორც კი მომესმა მაშინვე მივბრუნდი
-სეირნობ?
ჩანიოლი...
ჯანდაბა აქ რა უნდა, მითვალთვალებს? მაშინვე გავიქეცი უკან აღარც მომიხედავს თუმცა მისი ხმა მესმოდა და იმასაც ვგრძნობდი რომ მომმდევდა. როგორც შემეძლო გავრბოდი თუმცა ენერგია მელეოდა-ბექიონ! გაჩერდი!
უკნიდან მიყვიროდა თუმცა უფრო ჩქარა მივრბოდი. გზად შევუხვიე და უკანაც მივიხედე მას ვერსად ვხედავდი თუმცა ვერ გავრისკავდი და მივრბოდი ბოლოს რომ მივხვდი არავინ მომდევდა გავჩერდი და სული მოვითქვი საშინლად მიჭირდა სუნთქვა ცხვირთან ერთად პირითაც ვსუნთქავდი, ჰაერი მაინც არ მყოფნიდა მუცლის არეშიც ამტკივდა ჯანდაბა ასე სწრაფად არ მირბენია. 15 წუთი ერთ ადგილას ვიდექი რომ დავრწმუნებოდი აქეთ არ წამოვიდოდა. სახლისკენ დავიწყე სიარული შესახვევში კი ფრთხილად ვიყურებოდი არ ვიცი ასე რატომ ვარ, რატომ ვარ ასეთი მშიშარა! თუმცა ამად საქმე კი მაქვს. სახლში შევედი, ყველაფერი ზედმეტი გავიხადე და ჩემი ოთახისკენ წავედი. შევედი და ლოგინზე დავწექი, საშინლად დაღლილი ვიყავი, ფიქრის თავიც აღარ მქონდა უბრალოდ ძილი ვარჩიე.
მთელი დღე მეძინა მთელი ღამე კი მეღვიძა ასე არეული ძილის გამო ვერც მეორე დღეს მოვახერხე წასვლა მესამე დღესაც ვაპირებდი გაცდენას თუმცა საკონტროლო წერა გვქონდა თითქმის ყველა საგანში და ვერ გავაცდენდი. სკოლაში შესული თვალით მხოლოდ ჩანიოლს ვეძებდი, იმედი მქონდა რომ ვერ ვნახავდი. კლასში შესვლისას მთელი იმედები დამემსხვა.-გავიგე ავად იყავი, ახლა როგორ ხარ
-კ..კარგად
ხმა ამიკანკალდა მის დანახვაზე. უბრალოდ ავუარე გვერდი და ჩემს ადგილას დავჯექი
ყურადღება მინდოდა გადმეტანა.
მინდოდა მაგრამ ვერ ვახერხებდი
ლანჩის დრო იყო მაგრამ არ მივდიოდი რადგან არ მინდოდა ვინმეს ნახვა მითუმეტეს ჩანიოლის მან მე შიშველი მნახა და ახლაც ვერ ვივიწყებ როგორ მეხებოდა, ეს საშინელება იყო. თუმცა უფრო ვუწყობ ხელს, მე ხომ აქ მარტო ვრჩები და... არა, უნდა წავიდე. წამოვდექი და კარისკენ წავედი თუმცა გვიანი იყო ჩანიოლი კლასში შემოვიდა მე კი ადგილზე გავიყინე-ბუფეტში გეძებდი
უბრალოდ დავაიგნორე და გასვლა დავაპირე თუმცა...
-ნწ ნწ
ხელი მკერდზე დამადო და გამაჩერა. სახეში მიყურებდა თუმცა მე გასასვლელს ვაშტერდებოდი
-ჩანიოლ გამიშვი
-როდიდან ვართ შენს სურვილზე
-გეყო!!
ხელი უხეშად მოვაშორებინე.
-დავიღალე! აღარ ვაპირებ თავი დაგიხარო
წამით მიყურებდა, მაგრამ სახეში მისი მუშტი ვიგემე თუმცა ეს არ ეყო და მეორედ დამარტყა სახეში მირტყავდა და არ ჩერდებოდა ვერაფერს ვახერხებდი თუმცა ძალა მოვიკრიბე და ფეხი ვკარი, ზემოდან მოვექეცი და სახეში რტყმა დავუწყე. ჩემდა გასაკვირად არ მეწინააღმდეგებოდა მეც ვსარგებლობდი
სახეზე ფერი აღარ ედო და გავჩერდი. უბრალოდ ავდექი და წავედი ისე დავტოვე როგორც თვითონ მტოვებდა. მე მას არ შევიბრალებ.
YOU ARE READING
Be Mine 968106
Randomისტორია ბექიონზე რომელსაც სკოლაში ჩაგრავენ. მაგრამ რა მოხდება თუ მჩაგვრელი მას სხვა თვალით შეხედავს, რა მოხდება თუ ის მის ცემას არ იკმარებს და მეტი მოუნდება.