4

640 74 10
                                    

მთელი ღამე ეზოში ვვარჯიშობდი ლაკროსში და უამრავ თამაშს ვუყურე ლაკროსის, იუთუბში.
ამ თამაშს ვერ წავაგებ ვერც გამოუძინებელი მივალ.
5 საათზე ავდექი და ვარჯიში გავაგრძელე

-ეს შენი შანსია, გამოიყენე!

ერთი და იგივეს ვუმეორებდი ჩემს თავს

-ბექიონ! გეყოფა! აგვიანებ!

დედაჩემი მიყვიროდა სახლიდან, ასე მალე გავიდა დრო?

-დღეს არ მივდივარ!

დავუყვირე რომ გაეგო

-რა??

თავი გამოყო კარიდან

-ბევრი ვარჯიში მჭირდება, ამ თამაშს ვერ წავაგებ

-არც წააგებ და არც სკოლას გააცდენ

-ამჯერად ვერ დაგიჯერებ

ამოიხვნეშა და სახლში შევიდა მე კი ვარჯიში გავაგრძელე
ვიღლებიდი მაგრამ მაინც არ ვჩერდებოდი
ჯანდაბა, ენერგია შემოინახე ბექიონ! ღრმად ვსუნთქავდი. მაისური გავიხადე და შედარებით ნელი ტემპით გავაგრძელე

-დაგეხმარო?

-არ მინდა

ისე ვუპასუხე არც მიფიქრია ვინ იყო
ბურთი აიღო და ჩემს წინ დადგა, მოულოდნელად ისროლა
სწრაფად ვირეაგირე და ბურთი ბადეთი დავიჭირე

-ვაუ კარგად გივარჯიშია

-აქ რას აკეთებ ჩანიოლ

-რომ მცოდნოდა წელს ზემოთ შიშველი დამხვდებოდი უფრო მალე მოვიდოდი

-წადი

მომაბეზრა უკვე თავი, აღარ ვაპირებ თავაზიანობას მასთან

-კაი ნუ ბრაზდები, წავალ

ჩემთან ახლოს მოვიდა, ლოყაზე მაკოცა და დამტოვა
ფანჯარაში დედაჩემი დავინახე თვალებ დაჭყეტილი, ო ჯანდაბა ყველაფერს როგორ აფუჭებ ჩანიოლ. სახლში შევედი და ვიბანავე, თამაშისთვის მოვწესრიგდი და ჩანთის გარეშე წავედი რადგან გაკვეთილები უკვე დამთავრებული იყო.

-ვინერვიულე! მეგონა არ მოხვიდოდი!

ძლივს სუნთქავდა მწვრთნელი და ჩემს მხარს ეყრდნობოდა ძალების აღსადგენად

-დაიწყო?

-ნახევარი საათია დარჩენილი

მაშინვე გამოსაცვლელისკენ გავვარდი და ტანსაცმელი ფორმით შევიცვალე. მოედანზე გავიქეცი თუ არა ჩემი გუნდის ყველა წევრი ჩემთან მოგროვდა

-როგორც ვარჯიშის დროს გაგანაწილეთ ის პოზიციები დაიკავეთ

როგორც ვარჯიშის დროს წინ დავდექი როგორც კაპიტანი და ჩანიოლს გავუსწორდი

-დღეს გატკენ

მითხრა და სასტვენის ხმაც გაისმა. ბურთის აღების დროს ჩანიოლი დამეტაკა და წანაქცია ლამის მხარი ამომივარდა. ძირს ვეგდე და ვხედავდი, როგორ გაირღვა დაცვის ხაზი და როგორ მიუახლოვდა მეკარეს. ორივე ხელი ლაკროსის ბადეს მოკიდა და მთელი ძალით ისროლა, ერთი ქულა მათ სასარგებლოდ. ეს იმდენად ძლიერი სროლა იყო რომ ლორენი უკან გადავარდა. წამოვდექი ამჯერად ჩემი ჯერია მარკი (p.s ჩანიოლის მეკარე) გავამწარო და გოლი გავუტანო. ლორენს ვანიშნებ რომ ბურთი ჩემსკენ გადმოაგდოს, ისიც ისვრის და ბურთი პირდაპირ ჩემს ბადეში ვარდება, მეც უკან მოუხედავად გავრბივარ და ბურთს ჰეჩანს ვესვრი რადგან მე ალყაში ვარ, მაგრამ არც ის იყო კარგ დღეში. ბურთს უკვე ჩანიოლი ფლობს და ლორენისკენ მირბის დიდების მოყვარული ნაბიჭვარი. კიდევ ერთი ქულა მათ ანგარიშზე. დღეს აშკარად ხასიათზე არ ვარ, მაგრამ უნდა მოვიგო.
ლორენი, იონჯეს ესვრის ბურთს ის გარბის და მეც უკან მივდევ. იონჯე ბურთს ჰეჩანს უგდებს და თვითონ ჩერდება, რამოდენიმე მეტრის გარბენის შემდეგ ჰეჩანი პასს მე მაძლევს. მეც ერთი მოქნილი მოძრაობით მარკს ვატყუებ და გოლი გამაქვს. ერთით ორი და 10 წუთია დარჩენილი თამაშის დასრულებამდე.
მარკი ჩანიოლს უგდებს ბურთს თუმცა წინ ვეღობები მხარს მხარში ძლიერად ვურტყამ და ბურთს მე ვეუფლები, ის ძირს გდია, ახლა ერთერთ დაცვას ვიგერიებ და ისიც ძირს ეცემა
ბურთს ვისვრი და სასტვენის ხმაც გაისმა ხოლო ჩემი ბურთი შემდგომ შევიდა კარში. წავაგე, მე ეს თამაში წავაგე მხოლოდ 2 წამის გამო.

Be Mine 968106Where stories live. Discover now