16

477 75 17
                                    

-ბექი!

გაუაზრებლად წამოვიყვირე, ვუყურებდი და ვრწმუნდებოდი რომ კიდევ ერთხელ სხვაში არ მერეოდა

-ბექიონი!

მაშინ გამართლდა ჩემი ეჭვები როდესაც მან ჩემსკენ მოიხედა და სახელი შემისწორა როგორც ამას ყოველთვის აკეთებდა.

მისი სახელი კბილებში გამოცრა და გასაგებად. მიყურებდა და ჩემგან ელოდებოდა მოქმედებას, ალბათ აინტერესებს რატომ დაუძახა მისმა მოწინააღმდეგემ მოფერებითი სახელი

არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, იმის შანსი რომ სხვაში მეშლება უკვე ნულიდან ნული იყო. მისკენ წავედი და ვცდილობდი სიწყნარე შემენარჩუნებინა მაგრამ არ გამომდიოდა რადგან 4 წელი გაუჩინარდა პასუხების გარეშე და ყველაფერი უკან მოიტოვა

მინდოდა მხრებში ძლიერად მომეჭირა და შემენჯღრია, მინდოდა მეყვირა მისთვის და ყველა კითხვა დამესვა რომლებმაც მთელი 4 წელი არ მომასვენა და ყოველ დღე ემატებოდა კითხვას, კითხვა

ზურგზე ხელი ვტაცე და ხელი ჩემსკენ ვკარი. სხეულზე ავიკარი და ძლიერად ჩავიხუტე

-გგ..გიცნობთ?

ენის ბორძიკით მკითხა, მისი კითხვა წამით დავაიგნორე და უფრო ძლიერ ჩავიხუტე მაგრამ მგონი უკვე დრო იყო მისთვის სახე მეჩვენებინა

სახეში რომ გამარტყას არ გამიკვირდება, საერთოდაც თუ მაპატიებს ბოლოს მომხდარს? იქნებ სჯობია ასე დავრჩეთ სანამ ფეხზე დგომა აღარ შემეძლება. იქნებ მისი შეხების შანსი აღარ მქონდეს და უკეთესიც იყოს სახის დამალვა

ხელი დანანებით გავუშვი და ეგრეთწოდებული ჩაფხუტი მოვიხსენი

ჩემი სახის დანახვისას შეკრთა და თვალები გაუფართოვდა, ადგილიდან ვერ იძროდა და სახეზე მაშტერდებოდა

-ჩა..ნიოლ?

ძლივს წარმოთქვა ჩემი სახელი, თითქოს ხმა ჩაეხლიჩა და უნარი აღარ ჰქონდა ლაპარაკის

Be Mine 968106Where stories live. Discover now