11

621 76 13
                                    

მთელი ღამე არ მძინებია, მე ხომ ძილი არ შემიძლია... შხაპი მივიღე. დილის 7 საათი იყო და პირველ სართულზე ჩავედი, იქ ვიღაც გოგო დამხვდა.

-დილამშვიდობის ~გამიღიმა და მომესალმა

-დილამშვიდობის...?

-მე მელისა ვარ სეჰუნის შეყვარებული

-მელისა... ~მისი სახელი ისე გავიმეორე თითქოს ვიმახსოვრებდე~ მე ჩანიოლი

-ვიცი ~მითხრა და ჩაიცინა

-ასე ადრე რატომ გაიღვიძე

ვკითხე და ბართან დავჯექი, რაღაც გემრიელს ამზადებდა, სუნით მომაჯადოვა

-დიდხანს ძილი არ შემიძლია, შენ

-მე არც მძინებია

-ცუდი ღამე გქონდა?

-მე არასდროს მძინავს

თვალი ჩავუკარი და გავუღიმე, საპასუხო ღიმილიც მივიღე. ძალიან საყვარელი გოგოა, გემოვნება ჰქონია სეჰუნს. მისით დავინტერესდი და საუბარი გავუგრძელე.

ბევრ თემაზე ვისაუბრეთ და ვიცინეთ, უფრო და უფრო ახლოდან ვიცნობდი და მასთან საუბარი საშინლად მსიამოვნებდა

BAEKHYUN P.O.V

წამწამები კანზე მეწებებოდა და კიდევ მთხოვდა ძილს მაგრამ თვალები გავახილე და მოვისრისე.

ოთახში მარტო ვიყავი რამაც გამაკვირვა, რვის ნახევარი იყო, ასე ადრე რამ გააღვიძა ჩანიოლი.

ზოზინით ავდექი და აბაზანაში შევედი

ვიბანავე და პირსახოცი შემოხვეული აბაზანიდან გავედი. ოთახში უეცრად სუჰო შემოვიდა და მაშინვე მკერდზე ავიფარე ხელები

-ბოდიში... მე... ჩანიოლი შევამოწმე

-ჩანიოლს რა შემოწმება უნდა

-ეძინა თუ არა

-ვერ მივხვდი

-არ იცი?

-რა უნდა ვიცოდე? ~საშინლად დავიბენი, რას ამბობდა საერთოდ არ მესმოდა

Be Mine 968106Where stories live. Discover now