9

596 70 8
                                    

რომ გავიღვიძე ბექიონი ლოგინში არ დამხვდა, მაშინვე წამოვხტი და ტანსაცმელი გამოვიცვალე. პირველ სართულზე ვაპირებდი ჩასვლას მაგრამ ბექიონის სიცილის ხმა გავიგე. შიუმინის ოთახიდან გამოდიოდა და გავბრაზდი. ისევ მასთანაა? დილიდან!? კარი უნებართვოდ შევხსენი. შიუმინი ბექიონს შუბლზე სანტავიკს აკრობდა

-რამე გინდა? ~ბექიონი

-შიუმინ შეგიძლია მომაძრო ლეიკო?

ჩემით ვითომ ვერ ვიზავდე, კი მაგაზე შეხვედი ჩანიოლ, ვის ატყუებ.

-კი რათქმაუნდა, დაჯექი

ბექიონს ყურადღება არ მივაქციე მისი კითხვაც დავაიგნორე და მის გვერდით დავჯექი. შიუმინმა ლეიკო მომაშორა

-თავი ვინ გაგიტეხა ~ბექიონი

-სუჰომ ტაფა ჩამარტყა

-უჰ რა გემრიელად დაგარტყა ~ჩემს კეფას ათვალიერებდა და ჩურჩულებდა

-რა?

-რა? არაფერი, რატომ დაგარტყა

-იმიტომ რომ სირია

-ვიცოდი ეგ ~ჩაეცინა და კისერზე ხელი გადამისვა~ გტკივა?

-მე როცა ვეხები კი

-ანუ მე როცა ვეხები არ გტკივა?

-უცნაურია მაგრამ არა

უცებ კეფაში წამომარტყა, ტაფის ჩარტყმაზე მწარე იყო

-ახლაც? ~დამპლური ღიმილით მკითხა

-შენ...!

წინადადება დაწყებული არ მქონდა რომ გავყვიტე. შიუმინმა შემთხვევით ფეხი ლოგინს მიარტყა. მხოლოდ ახლა გამახსენდა რომ შიუმინიც აქ იყო. ნერვები მომეშალა და ოთახიდან გავედი, ქვევით ჩავედი და მხოლოდ ჩენი დამხვდა

-სად არიან სხვები

-რავი ზოგი სად, ზოგიც სად ~ჩენი

-და შენ რატომ ხარ აქ

-აირინს ველოდები

-აირინი?

-ჩემი შეყვარებული

-ამ, თქვენს შეყვარებულებს არ ვიცნობ

Be Mine 968106Where stories live. Discover now