12

490 69 26
                                    

ამ ფოტოს შეუძლია მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალოს, არ ვიცი სკოლაში წასვლას თუ შევძლებ. ქუჩაშიც ვეღარ გავდივარ თავისუფლად. არა მგონია ასე ცხოვრება შევძლო.

ჩანიოლის სახლში მივედი და დავაკაკუნე. გვიან გამიღო მაგრამ ახლა ეგ დიდად არ მადარდებს. დაუკითხავად შევედი და კარი ხმარუიანად დავხურე

-დაწყნარდი რამ გაგაგიჟა

-შენ არ მოგივიდა?

-ლინკი?

დივანზე დავჯექი და თმაში ხელები შევიცურე, როგორ შეუძლია ასე წყნარად იყოს არ მესმის, ცოტაც და ჭკუიდან შევიშლები

ვიგრძენი ჩემს გვერდით როგორ დაჯდა და ხელი ზურგზე მომისვა

-ბექიონ ასე ნუ ნერვიულობ, ერთ კვირაში დაავიწყდებათ და სხვა გასართობს მოძებნიან

-შენთვის ყველაფერი ასეთი მარტივია?! მე არ შემიძლია ამდენი დამცირების ატანა და როგორც ყოველთვის შენი ბრალია

-ჩემი ბრალია? მე შუა დერეფანში არ გკოცნი ხოლმე, არ ვამბობ რომ არ მომეწონა მაგრამ ნუ მაბრალებ. ის გააკეთე რაც გინდოდა

-არ მინდოდა! საერთოდ შენთან ყოფნა არ მინდა! დედაჩემმა ნახა და ამის მერე მას ყოველ დღე ვერ ვნახავ, იმედები გავუცრუე!

-ბექიონ...

-ნუ მაკავებ ძალით! ნუ ხარ ეგოისტი! რას ხედავ ჩემში ასეთს! ბევრი უკეთესი გყოლია და გეყოლება, მე შემეშვი

-შენ მიყვარხარ! აი რას ვხედავ!

წამით ენა ჩამივარდა, უცნაურია, საუბარი აღარ მინდოდა, თავს დაცულად ვგრძნობდი მის გვერდით, ვმშვიდდებოდი მის სახეს როცა ვუყურებდი მაგრამ.. ყველაზე მეტად ამ სახეს მინდა მოვშორდე, აქამდე როგორ დაეცა. ვუყვარვარ? ჰაჰ კიდევ რას მეტყვის რომ თავისი სურვილები დაიკმაყოფილოს. ჩემით თამაშობს და ეს სიყვარული არაა.

-მე არ მიყვარხარ

თავისუფლად ვუთხარი ეს რადგან არა მგონია დიდად გული დასწყდეს. რასაც უნდა მიიღებს წამებში, ის ხომ პაკ ჩანიოლია მაგრამ ჩემთან ეს აღარ გაჭრის, ვეღარ დამაკავებს იმ სულელური ნიძლავის გამო

Be Mine 968106Where stories live. Discover now