ყველაფერი მიმოვფანტე და გავტეხე რაც ხელში მომხვდაბალიშებს დანა ვურტყი, ზეწარი დანით გავხიე. თვალში ჩანიოლის მოცემული დათუნია მომხვდა და მივვარდი, დანა ვურტყი თავში და მუცელი ამოვუფატრედანა ფანჯარას ვესროლე და გავტეხე.ისევ დათუნიას მივუბრუნდი და რაც ბამბები ედო შიგნით სულ ამოვყარე.
არ ვიცი ასე რატომ გავმწარდი, ისე რომ ყველაფერი ჩემი გავანადგურე. ჩავიკეცე და სლუკუნი დავიწყე, ოთახში დედაჩემი შემოვარდა და მე მომვარდა
-ბექიონ! რა გჭირს
უკნიდან ჩამიხუტა მე კი მის ხელს ვექაჩებოდი რომ უფრო ძლიერად ჩამხუტებოდა
CHANYEOL P.O.V
როცა ბექიონმა დამინახა ასეთ მდგომარეობაში...მან ფანჯარასთან ერთად მეც გამტეხა.გული საშინლად მტკივა, ამ ტკივილს ვერაფერი შველის. არ ვიცი რას ვეტყვი მას ან თვალებში თუ შევხედავ, არც ვიცი რატომ გაბრაზდა ასე, მას ხომ ჩემი თავიდან მოშორება უნდოდა და შევუსრულე. არ ვიცი! არ ვიცი! ვერაფერზე ვფიქრობ ნორმალურად. საჭესთან ვზივარ ამ ფიქრებში და ცრემლებს ვიკავებ.ბექიონის სახლთან გავაჩერე მანქანა.
კარი ღია იყო და შევედი
-ბექიონ
სამზარეულოდან ბექიონის მშობელი გამოვიდა დანით ხელში, მაშინვე გავაგდებინე დანა ხელიდან, აცრემლებული იყო და ზემოთ სართულზე მანიშნებდა ხელით
დანა ავიღე რომ ისევ არ აეღო და მაღლა ავედი, ბექიონის ოთახის კარიც ღია იყო, ნანახმა შოკში ჩამაგდო.
ყველაფერი ძირს ეყარა და დამტვრეული იყო. ლოგინი დაფატრული ასევე ის დათუნიაც... მხოლოდ ნაგვის ურნა იდგა სწორად შიგნით კი ერთი ფურცელი ეგდო, ამოვიღე და შევათვარიელე. დაჭმუჭნული იყო. გავშალე და ისევ უკან ჩავაგდე, ეს ჩემი მოცემული ფურცელი იყო როდესაც გაშიფვრა დავავალე
გატეხილმა ფანჯარამ ის სცენა გამახსენა როდესაც ბექიონმა ჩატეხა ფანჯარა, ახლა კი ცრემლები ვერ შევიკავე. ქვემოთ ჩავედი და ბექიონის დედას მივუბრუნდი ისევ
YOU ARE READING
Be Mine 968106
Randomისტორია ბექიონზე რომელსაც სკოლაში ჩაგრავენ. მაგრამ რა მოხდება თუ მჩაგვრელი მას სხვა თვალით შეხედავს, რა მოხდება თუ ის მის ცემას არ იკმარებს და მეტი მოუნდება.