მარიას პოვ:
გუშინდელმა დღემ ძალიან მალე და უცნაურად ჩაიარა ,ლამის მთელი დღე იმ გაზონს ვრწყავდი და თან შიგადაში ჩემს თავზე ვბრაზობდი, თუ რა მომივიდა ?
მაგრამ რაც იყო ,იყო !
გუშინდელი დღე დასრულდა ,ეს ახალი დღეა !
გავიფიქრე და გემრიელად გავიჭიმე. ძალიან ადრე გამეღვიძა ,ალბათ გუშინდელის გამო ,რადგან გუშინაც ადრე გამაღვიძეს .
წამოვდექი და სააბაზანოში შევედი ,მოვწესრიგდი და სამზარეულოსაკენ გავეშურე !
მინდა მშვიდად ჩაი დავლიო ,სარას მითითებების გარეშე .
სარას კართან ჩუმად გავიარე, რომ არ გაეღვიძებოდა და ჩემი ჩაის ჭიქით ხელში აივანზე გავედი და ფუმფულა პუფში ჩავჯექი.
ჩაის/ყავას მივირთმევდი და ვფიქრობდი თან ცას ვუცქერდი ...
ჩემი ყურადღება უეცარმა ხმაურმა მიიქცია ,გავიხედე ჩემი მეზობლის თეჰიონის ეზოში და დავინახე, რამდენიმე დაკუნთული ბიჭი ,რომლებსაც მუყაოს შეფუთული ყუთები შეჰქონდათ სახლში.
ისე ჩანდა ყველაფერი მგონი ეს ვიღაც წვეულების გამართვას აპირებს .
"შესანიშნავია ,ხვალ სკოლაა დღეს კი ვგონებ ძილი არ მეღირსება" ჩავიბურტყუნე და დავიძარი.
როდესაც მივტრიალი უეცრად აივანზე გამოსული ბიჭის ფიგურას შევეჩეხე,დაჟინებით მიმზერდა თითქოს ჩემს ყველა ნაკვთის შესწავლას ცდილობდა.
მეც ისევე დაჟინებული მზერით ვუყურებდი, როგორც თავად!
მისი ნაკვთები მახსენდებოდა და
ნელ-ნელა ვხვდებოდი, რომ ეს შეიძლება თეჰიონი ყოფილიყო...ბევრად ელეგანტურია ვაღიარებ!
ამას ვფიქრობდი დაა ბუუუმ!
ჩვენმა თვალებმა კონტაქტი დაამყარეს ,ნელ-ნელა დავიძარი ჭიქით ხელში ,თან თაეს ვუყურებდი და უცბად კიდევ ერთხელ ბუუუმ !
ჯანდაბა, ჯანდაბა ! ოღონდ ეს არა.
მშვენიერია,უცბად კონტაქტი არა მის თვალებზე არამდე იატაკზე დავამყარე .
დიახ ,სწორად მიხვდით ,მე წავიქეცი!
ეს ჩემი ჩაიც/ყავაც ზედ გადავისხი !
ძალიან შემრცხვა ,მინდოდა მიწა გამსკდომოდა და ჩავვარდნილიყავი .
უეცრად კი ბატონი თეჰიონის მანიაკური სიცილი მომესმა ,ბოლო ხმაზე იცინოდა !
ისე ხმამაღლა მგონი მთელმა სამეზობლომ გაიგო .
"ჯანდაბაააა,მასხარა! "წავიბურტყუნე და სასწრაფოდ წამოვდექი.
სახლში კისრის მტვრევით შევვარდი ...პირდაპირ ჩემს ოთახში შევედი , კარები დავკეტე და მოშორებით ჩავიკეცე .
თავს ვურტყავდი კარებს (ნაზად) და ვიმეორებდი ერთი და იგივეს .
"ეს არ მომხდარა, ეს არ მომხდარა! " ამ ჩემი პანიკის დროს ,გარედან სარას ხმა შემომესმა.
"მარია,დროზე მოდი!
ბევრი რამ გვაქვს შესაძენი ,სუპერმაკეტში უნდა წახვიდე"
რას მელაპარაკები!
"ხო,ახლავე "
ამის დრო იყო ,ახლახანს იმხელა ტრავმა მივიღე !
YOU ARE READING
ჩემი დესპოტი საქმრო 🎩კიმ თეჰიონი🎩
Fanfictionროდესმე გიგრძვნიათ ადამიანის მიმართ სიძულვილი და თან სიყვარული? მე მაგალითად მიგრძვნია ...იმის შემდეგ რაც ჩემს ისედაც არეულ ჩხოვრებაში ჩემი ბავშვობის მეგობარი :კიმ თეჰიონი დაბრუნდა! მაგრამ ის აღარ არის ის ვინც იყო. -"გგონია მე კიმ თეჰიონი ამის უფლ...