მარიას pov:
მთელმა დღემ ისე ჩაიარა არცერთს არაფერი უკითხავთ მომხდარ ამბავზე..მეც რა თქმა უნდა ჩვეულებრივად ვიყავი და ვცდილობდი არ შემემჩნია, როგორ წამომივლიდა დრო და დრო ისევ გულის რევის გრძნობა..
ეს ყველაფერი მაგიჟებდა ეს ფიქრები,მეტის ატანა აღარ შემეძლო უნდა გამეგო ვიყავი თუ არა ორსულად..
" ბიჭებო მაღაზიაში გავდივარ ,მალე მოვალ" გავძახე ბიჭებს და კარებისკენ დავიძარი"მანდ გაჩერდი ქალბოტონო!"გამომეკიდა უკან ჰობი,რაზეც გაკვირვებულმა გავხედე
" არ გინდა გამოგყვეთ?" მკითხა უკვე მშვიდად
" არა ,არა მარტო წავალ..მალე მოვალ ,გპირდებით ფრთხილად ვიქნები "
ვუთხარი ღიმილიათ და სწრაფი სვლით გავაღე კარები..აფთიაქში რომ მივედი ვცდილობდი ჯერ დამენახა ვინმე ნაცნობი ხომ არ იყო ..არ მინდოდა ვინმეს სარამდე ამბავი მიეტანა ..
რომ დავრწმუნდი რომ არავინ არ იყო აფთიაქში ,ვიყიდე ორსულობის ტესტი და მანქანისაკენ წავედი ,ფაქტობრივად წინ არც ვიყურებოდი ტესტს ვიყავი დაშტერებული და ფიქრებს ვყავდი გატაცებული ,მანამ სანამ ვიღაცას არ შევეჯახე ან უფრო შემეჯახა ,მე ნელა თავი ავწიე ბოდიშის მოხდას ვაპირებდი როცა დავინახე ვინ იყო ეს პიროვნება..ლეო , ეს ჩემი გერი ძმა ლეო იყო ,
როგორც ყოველთვის ეშმაკური გამომეტყველება ჰქონდა და მე მიყურებდა " ვინ გვყოლია აქ?? დაიკო როგორ ხარ ასე უნდა ოჯახის დავიწყება?" ამაზე მე არაფერი არ ვუპასუხე " მეჩქარება" ვთქვი და წასვლა ვცადე ლეომ კი ხელით დამიჭირა " ყველაფერი დავინახე, შენ ორსულობის ტესტი იყიდე" ამის გაგონებაზე კინაღამ გული გამიჩერდა
" არა გეშლება" ამაზე ლეომ ბოროტულად გადაიხარხარა " დაიკო სულელი გგონივარ ? 5 თითივით გიცნობ ,შენ მე ვერ მომატყუებ"
" რა გინდა ?? გინდაც მეყიდა მერე მაგით რააა?" ყელში ამომივიდა და გაბრაზებულმა ვკითხე მე
" არაფერი ისეთი უბრალოდ ფული ..უფრო სწორად ბევრი ფული ,ის ფული მე და დედას არ გვეყოფა რასაც მალე თეჰიონის მშობლებისგან მივიღებთ ,ეს არ არის საკმარისი ..ამიტომ"არ დაასრულა ლეომ
" ამიტომ რაა?" უკვე ყვირილით ვკითხე მე
" ის რომ თუ იმდენ თანხას არ მივიღებთ რამდენიც გვინდა ისინი თავის მემკვიდრეს ვერ მიიღებენ ,შენ კი შენს შვილს" ამის გაგონებაზე კინაღამ სუნთქვა შევწყვიტე ,ის ამ წამს დამემუქრა..ის კი ყოველთვის ასრულებს ნათქვამს..რა უნდა ვქნა ორსულად რომ აღმოვჩნდე??? თეჰიონის მშობლებს ვაიძულო ჩემს ღორ ძმას ფული გადაუხადონ თუ ჩემი შვილი ჩავაგდო საფრთხეში ... ვფიქრობდი ამაზე და შიში მიპყრობდა " გამიშვი ხელი" ლეოს უბრალოდ ხელი გავაშვებინე და სასწრაფოდ მანქანაში ჩავჯექი რომ აქაურობას რაც შეიძლება მალე გავცლოდი .
VOUS LISEZ
ჩემი დესპოტი საქმრო 🎩კიმ თეჰიონი🎩
Fanfictionროდესმე გიგრძვნიათ ადამიანის მიმართ სიძულვილი და თან სიყვარული? მე მაგალითად მიგრძვნია ...იმის შემდეგ რაც ჩემს ისედაც არეულ ჩხოვრებაში ჩემი ბავშვობის მეგობარი :კიმ თეჰიონი დაბრუნდა! მაგრამ ის აღარ არის ის ვინც იყო. -"გგონია მე კიმ თეჰიონი ამის უფლ...