~ახალი სახლი~

3K 254 33
                                    

მარიას პოვ:
როგორ მინდა რომ ეს ყველაფერი სიზმარი იყოს !
დღეს ძალიან ცუდ ხასიათზე გავიღვიძე,რადგან მაიძულებენ ჩემს მტერთან დავიწყო ცხოვრება და შემდეგ მასზე დავქორწინდე!
თქვენ რას იგრძნობდით ?
ჯერ 18 წლის ვარ ,იმდენი გეგმები მქონდა ,ახლა კი ყველაფერი უბრალოდ დასრულდა !
ახლა რაც მევალება ეს იმ აუტანელი ქედმაღალი არსების ატანაა  და რა იქნება რომ შეტოპოს, როგორც წვეულებაზე!?
და რა იქნება რამე რომ მოხდეს და მთელი ცხოვრება დამენგრეს!?
განა შევძლებ შეწინააღმდეგებას?! ცოლი თუ ვიქნები მისი როგორ დავიცავ შემდეგ თავს ?
როგორ დავადანაშაულებ ძალადობაში!?
მისგან  კი ვიცი ყველაფერია მოსალოდნელი,აი რა მაშინებს და რა მანერვიულბს,მე მას არ ვიცნობ!
ის არაა სანდო,ის არავინ არაა!
ის აღარ არის ჩემი ბავშვობის კეთილი მეგობარი!
არავინ არაა,არავინ!
არც ქმარი,მას მე ქმრად არასოდეს მივიღებ!
არასოდეს!

"ადექი! დიდხანს უნდა იწვე კიდე?"პირდაპირ ამ სიტყვით შემოვიდა სარა ჩემს ოთახში და ზიზღიანისახით გადმომხედა,მე კი გაუნძრევლად ვიწექი ისევ და ხმას არ ვიღებდი,იქნებ მობეზრდეს და გავიდესთქო,მაგრამ არაა!
"ადექი სასწრაფოდ!
მძღოლი 11-ზე მოვა შენ კი ისევ წევხარ,სასწრაფოდ გაემზადე და ზუსტ დროს პირველ სართულზე იყავი "
მითხრა და კარი გაიხურა, როგორ ვერ ვიტან.
ამ სიტყვებზე დავრწმუნდი, რომ ეს ყველაფერი სიმართლე იყო.
ამის შედეგად კი როგორც გუშინ  ღამით ბოლო ხმაზე ავტირდი!
გული მტკიოდა ...
დედა,მამა რატომ არ ხართ ჩემს გვერდით?

ჩავიცვი და უემოციო გამომეტყველებით ჩავედი პირველ სართულზე ,იქ კი სარა და ლეო დამხვდნენ ყავას მიირთმევდნენ.

"ოჰჰ! ჩამოვიდა საპატარძლო!"წამოიძახა გამაღიზიანებელი სახით ლეომ და ჩემსკენ წამოვიდა ,ნელა მომიახლოვდა თავისი მაცდური ღიმილით და თმაში მომკიდა ხელი,რაზეც რეაგირება არ მქონია ,მან კი თავი გადამიწია და ჩაიცინა.
"დაიკო დამიჯერე მაინც მოგიწევს გააკეთო ის რაც არ გინდა და აი ის...ის ზასუსი,ჯერ კიდევ დასაწყისი იყო.
ვგონებ ტყულად მცემეს შენს გამო ,თეჰიონის ხელში ჩავარდები თუ არა იმაზე მეტი მოხდება ვიდრე წარმოგიდგენია,თეჰიონის ძუკნა იქნები, ოღონთ ოფიციალურად"მითხრა ეს ყველაფერი და ბოლო ხმაზე დაიწყო სიცილი.
"და აი ამას!"გაჩერდა უცბად და ხელით შრამზე მიმანიშნა თვალზე რომ დაუტოვა თეჰიონის ნაბეგვმა!
"განანებ!
შენი ბრალია რომ მცემა მაშინ  იმ გათამამებულმა ნაბიჭვარმა!"თქვა ღრინვით და ბოროტი სიცილით გამიშვა ხელი ,რადგან სარამ უბრძანა.
"როგორც ჩანს კარგად არ უცემიხარ."
ჩავილაპარაკე ცინიკურად,იმის მიუხედავად,რომ ვიცოდი ამ სიტუააცით მას მეტად გავაღიზიანებდი,რაც საშიშია.
ასეც მოხდა და ამის გაგებაზე,უეცრად მაჯაზე მწვდა და მთელი ძალით მიმწია თავისკენ.
"რა თქვი,გაიმეეორეე?!"
ბოლო ხმაზე მიღრიალა და თან ანთებული თვალებით მომაჩერდა,მანამ ჩემი დედინაცვალის ხმა არ გაისმა.
"გაუშვი ხელი ,ნორმალური ჩავაბაროთ და მერე რაცუნდა ის უქნან"აი როგორ ვანაღვლებ ამ ხალხს!
ფეხებზე ვკიდივარ,ძაღლს უკეთესად ექცევიან!

ჩემი დესპოტი საქმრო 🎩კიმ თეჰიონი🎩Onde histórias criam vida. Descubra agora