~საჩუქარი~

2.7K 200 6
                                    

მარიას pov:
2 კვირა რაც გავიგეთ რომ ბიჭებს ისევ სახლებში უწევდათ წასვლა და იმის მიუხედავად რომ არ გვინდოდა მათი გაშვება,მაგრამ ბოლოს მაინც წავიდნენ .
რაც ბიჭები აქ არ  არიან თავს ძალიან მარტოსულად ვგრძნობ ,თითქოს რაღაც მაკლია, იმის მიუხედავად რომ მე და თეჰიონი სახლში ერთად არ ვიწყენთ ,მაინც მაკლია ყველა.
მათთან ტელეფონზე ლაპარაკი არ არის ჩემთვის საკმარისი.

თან ჯანდაბააა!! რაც სახლში მარტო დავრჩით მგონი ერთი დღე არ გავა ,თეჰიონმა საწოლში არ შემიტყუოს ..თუ ასე გააგრძელა ალბად მალე ჩვენს ოჯახს ერთი წევრი შეემატება!
მე კი ეს მაშინებს..რა იქნება, რომ გაიგებენ მისი მშობლები რომ ის მემკვიდრე რომლისთვისაც მათ ვუნდოდი ,ვაჩენ?  იქნებ მე და თეჰიონი დაგვაშორონ...აღარ ჩათვალონ რომ საჭირო ვარ,ეს შესაძლებელია?
ამ ყველაფერს ვერც ვეუბნებოდი თეჰიონს და ამ ნეგატიური აზრების გამო ხშირად ვნერვიულობდი და ღამითაც კი ვერ ვიძინებდი.

"თეეე !!გთხოოვ მალე გამოდი, რას აკეთებ ამდენხანს?!! ჩავიფსი!" ვიდექი საპირფარეშოს კართან და თეჰიონს ველოდებოდი ,რომელიც მგონი გამოსვლას აღარ აპირებდა" აღარ გააღებ კარს?"ხმა რომ არ გამცა მაინც არ გავჩუმდი
" ვაიმე !ვაღებ ხო რა იყო?" თქვა თეჰიონმა და კარი გააღო,მე კი პირდაპირ შევვარდი ცოტაც და ჩავიფსავდი
" მარია დღეს მეგის ვწერდი" გავიგე თეჰიონის ხმა გარედან,რაზეც ვუპასუხე
" მერე??? მეც ვწერდი"
" მერე ის რომ ,უნამუსო მატყუარა ხარ" ამის გაგონებაზე სასწრაფოთ ავიწიე შარვალი ,ხელები დავიბანე და კარის უკან მდგარ თეჰიონს ვუთხარი
" რას გულისხმობ?"
" რას და რატო მითხარი რომ ზამთარში გქონდა დაბადების დღე?" ოღონთ ეს არა ...მეგონა საკმარისად კარგად დავმალე ეს ჩემმი უაზრო დაბადების დღე!
" ხო მიყურე ახლა ,მეგიმ მითხრა რომ ხვალ გაქვს დაბადების დღე!"
შესანიშნავია!
" აუუ თეე! გთხოვ რაა,დაივიწყე" ვთქვი პატარა ბავშვივით მე და უკნიდან ჩავეხუტე" რა იყო, რა თე? ეგ უნდა დაგემალა? ჩემი ცოლის დაბადების დღე არ უნდა ვიცოდე?"
" აუუ არ მიყვარს ჩემი დაბადების დღე და რა ვქნა?"
" მე მიყვარს სამაგიეროდ,იმიტომ რომ ამ დღეს შენ გაჩნდი..ეს დღე განსაკუთრებულია" მომიტრიალდა და შუბლზე მაკოცა ,მეც მივეხუტე და ღიმილი გადამეფინა სახეზე ,მაგრამ უცბად ტელეფონის ზარმა ჩაშალა ეს მომენტი!
თეჰიონმაც ტელეფონი ამოიღო, დახედა და ამის შემდეგ გარეთ აივანზე გავიდა, ასე არ იცის ხოლმე ,ნეტა ვინ დაურეკა?ვფიქრობდი მე და ინტერესი მკლავდა .

ჩემი დესპოტი საქმრო 🎩კიმ თეჰიონი🎩Where stories live. Discover now