ჩაშლილი მოლაპარაკება

256 33 7
                                    

სუჰოს pov:
უკვე 9 საათი იყო, როდესაც კარებზე კაკუნის  ხმა გაისმა. ჯერ კიდევ შოკში ვიყავი იმის გამო, რაც ვნახეთ.

-მეზარება გაღება.- თქვა ქაიმ. მალე სამზარეულოდან წყლის ხმა გაისმა. უცებ გადავკეტე და შეშინებულებმა გავაღეთ კარი.

-გაგვატარებთ, რომ ვისაუბროთ თუ ძალით შევიდეთ სახლში? -ცივი ხმით იკითხა იუმიმ.

-შემოდით.- ამოიბურტყუნა ქაიმ და გავატარეთ. სიმართლე, რომ ვთქვათ იოკო საყვარელი ჩანს და თბილი გამომეტყველებით მიყურებს.

მისაღებში ვიჯედით და საუბარი იუმიმ  დაიწყო.

-სანაპოროზე რა დაინახეთ? - იკითხა მშვიდად. ჩვენგან კი მხოლოდ დუმილი მიიღო რაზეც სახე უფრო დაუსერიოზულდა.

-კითხვას გაუგებრად ვსვავ? რატომ არავინ არ მპასუხობთ? სხვის ცხოვრებაში ქექვა ადვილია არა? -იღრიალა ბოლო ხმაზე. ქაის უკვე გაბრაზება დაეტყო სახეზე.

-რა გინდა, რომ გითხრათ? ნუ ყვირიხარ უაზროდ, როდესაც არაფრის თავი არ გაქ! -არც მან დააკლო ყვირილი.

-ქაი ხარ თუ ვინც ხარ არ მადარდებს! შემიძლია აქვე ისე მოგკლა თითსაც არ შეგახებ! ჩემს ცხოვრება ერევით. არ ამოგივიდათ ყელში ეს ყველაფერი? დავიღალე მხოლოდ იმიტომ, რომ 1000000000$ ვღირვართ ყველა ჩვენზე ნადირობთ. - იღრიალა და სახლიდან გავარდა.

-ლიდერო ხანდახან ჯობია შენი კნუტები დაამშვიდო! -თქვა სეჰუნმა რაზეც მიუ წამოენთო.

-შენი საქმე არაა ვინ რას გააკეთებს! არა რა მართლა იდიოტი ხარ! ან ეგ თმა რა ძაღლივით გაქ. - თქვა და აიოკოს ჩაებღაუჭა.

-დაწყნარდით რა კატა-ძაღლებივით ჭამთ ერთმანეთს. მე დაველაპარაკები იოკოს დანარჩენები დაიშალეთ. -ვთქვი ხმამაღლა. მიუმ იოკოს რაღაც ჩაჩურჩულა და წავიდა. ბიჭებიც წავიდნენ და საუბარი მე წამოვიწყე.

-პირველ რიგში არ მინდა გაუგებრობა მოხდეს ჩვენს შორის. არ ვართ ჩვენ თქვენთვის საშიშები.

კუნძული(დასრულებული)Where stories live. Discover now