განაწილება

169 26 10
                                    

იოკოს pov:
  შუქი ჩაქვრა თუ არა და ხმა გავიგე მეცნო. ქეთი და აუმი ერთად როცა არიამ სულ ასე ხუმრობენ.

-ესეგი ეხლა თქვენთან გვაქვს საქმე. მიუმ გააპროტესტა, მაგრამ ვერაფერს გახდა!

-რახდება თქვი დროზე. -მითხრა იუმიმ.

-რა ხდება და ოთახების რაოდენობა მცირეა. შენ და მიუ ოთახებს არ დათმობთ თუნდაც ცოტახნით...

-ხოო მერე? -გამაწყვეტინა საუბარი ქეთიმ.

-მერე ის, რომ შენ და ჩანიოლი შენს ოთახში რჩებით ქეთი. მე და სუჰო ერთ ოთახში.  მიუ და სეჰუნი ერთ ოთახში და იუმი და ქაი იუმის ოთახში. -დავასრულე თუ არა საუბარი იუმი გამებუსხა და ოთახში გავიდა.

-მოსალოდნელი რეაქციაა... -თქვა ჩანიოლმა.

-კითხვა მაქვს. რატომ აქვს ასეთი რეაქცია? -იკითხა ქაიმ.

-უბრალოდ ასეა. მის ოთახში მხოლოდ 2 ადამიანს შეუძლია ძილი 1 მე ვარ და 1 ქეთი, მაგრამ მე და სუჰო ერთად ვართ ისევე, როგორც ჩანიოლი და ქეთი. -ვთქვი და ხუთ გაკვირვებულ  სახეს წავაწყდი.

-ოჰო... მაგას არ ველოდი. -თქვა სეჰუნმა.

-არც მე, მაგრამ სეჰუნ არ გინდა შენც იყოლიო შეყვარებული? -უთხრა ქაიმ.

-ჯერ შენს თავზე იფიქრე თუ შეიძლება. -უთხრა და სწერვა სახით გამოხედა. ამის შემდგომ ბევრი ვისაუბრეთ.

-აუ ხალხო წავედი მე იუმის დაველაპარაკები სხვას არ დაგელაპარაკებათ, შემდეგ კი დავიძინებ. -განაცხადა ქეთიმ და ადგილს მოწყდა.

-რომელი საათია? -იკითხა მიუმ.

-12-ის ნახევარია.

-წავალ დავიძინებ. -კატასავით გაიზმორა და ისიც წავიდა. ცოტახნით კიდევ გავაბით საუბარი და ბოლოს დავიშალეთ.

ქეთის pov:
  -შეიძლება? -ვკითხე საწოლზე მჯდარ გაბუსხულ ქიმიურ ელემენტს(ვინც არ იცით ასე ვეძახი იუმის).

-შოკოლადი მომე და დაჯექიი. -შეყვირა და ჩემთან მოირბინა, შემდეგ კი შოკოლადი გამომგლიჯა ხელიდან და პირში გაიქანა.

კუნძული(დასრულებული)Où les histoires vivent. Découvrez maintenant