წყალი

225 27 4
                                    

ქაის pov:
-ეს რა ჯანდაბა იყო?-ვთქვი თუ არა მოწყვეტით დავჯექი სავარძელში.

-არვიცი, მაგრამ არამგონია კარგი იყოს. -თქვა ჯერ ისევ სველი ტანსაცმლით მყოფ სუჰომ.

-ისე ეს მიუ რა აგრესიული გოგოა. - დაიწუწუნა სეჰუნმა და კინაღამ თავზე დამაჯდა.

-სეჰუნ ფრთხილად, თორემ რო ჩამოვარდები ოცნებებიდან  მე დამეცემი და გამჭყლიტავ! -ვუთხარი და მკვლელი მზერა დავიმსახურე მისგან.

-ქაი ვერ გადამირჩები იცოდე! ვინ დაფრინავს ოცნებებში? -დაიწყო სწერვობა.

-ვინ და შენ არ გამომრჩენია თუ როგორ უყურებ მიუს. -ვუთხარი თუ არა უკვე გასაქცევად მქონდა საქმე.

-მორჩით და დაიძინეთ ან წყნარად იყავით. საქმე სერიოზულადაა! თქვენი აზრით ხუმრობაა, რომ იუმის თვალები ვარდისფერი ფერის გახდა ან მისი ასე უცებ გონების დაკარგვა. წყალს ისე იყენებენ, როგორც მათ სურთ. ახლა კი უბრალოდ აორთწლდნენ!- დაიყვირა სუჰომ. მე დასეჰუნი კი ადგილებზე შევხტით და გაფართოებული თვალებით შევხედეთ.

-სუჰო ასე რამ გაგაღაზიანა? -ვკითხე და მხარზე ხელი დავადე.

-რამ და თვითონაც ვერ გამიგია რატომ ვფიქრობ იმ გოგოს საუბარზე! - ამოიხვნეშა მძიმედ ეტყობა, რომ მართლაც მძიმედაა მდგომარეობა.

-მოყევი ძმაო ჩვენც გაგვაგებინე რაზე ფიქრობ. ასეთი რა ილაპარაკეთ, რომ გაბრაზდა? -უთხრა სეჰუნმა.

-მათ ჩვენი ეშინიათ. ფიქრობენ, რომ ჩვენ მათ ჩავუშვებთ.

-რატომ უნდა ჩავუშვათ? ჩვენ მათ არაფერს არ დავუშავებთ. - ვთქვი მტკიცეთ.

-ჩვენ კი ვიცით, მაგრამ მათ იციან? ანდა როგორ უნდა დაგვიჯერონ ჩვენ ხო მათი ფოტოები გვაქ ქალთევზის ფორმაში, როდესაც არიან. -თქვა სეჰუნმა.

-რამე უნდა მოვიფიქროთ. მოდი ფოტოები გოგოებს გადავცეთ ამით ხო მაინც მოვიპოვებთ მათ ნდობას. -თქვა სუჰომ თუ არა მე და სეჰუნმა თვალები ვჭყიტეთ.

კუნძული(დასრულებული)Hikayelerin yaşadığı yer. Şimdi keşfedin