ნაწილი #1

4.7K 286 44
                                    

ლუნას პოვ:
ბავშვობაში ბევრისგან მსმენია ,ლუნა როგორც ჩანს მთვარე გმფარველობს,მისი შვილი ხარ ,რადგან  შენ იმდენად  ცივი და შეუმჩნეველი ხარ,როგორც მთვარე.
როდესაც ყველას სძინავს,მაშინ გამოჩნდება მთვარე ცაზე და სულ მარტო ანათებს შავ ცაზე,არავინ უყურებს,არავინ უსმენს...გარშემო სიცარიელეა.
ასე რომ მეც მგონი მართლაც მთვარესავით ყველასთვის შეუმჩნეველი ვიყავი ყოველთვის.
ალბათ ამიტომ მიყვარს ასე ძლიერ ღამე და მშვიდ ღამეში ,ის ერთი მშვენიერი და ნათელი მთვარე.
განსაკუთრებით კი სავსე მთვარე.
ასეთ დროს დაკეტილ ფანჯარაში ვერ მნახავდით დაძინებულს,სულ ღია ფანჯარაში ვიძინებდი,თუნდაც სიცივე ყოფილიყო!
უბრალოდ ძაალიან მომწონს
მბრწყინავ ნათელ მთვარეს რომ ვუყურებ ,სანამ თვალები არ დამეღლება და არ ჩამეძინება!
ყოველთვის მეჩხუბებოდა მეორე დღეს დედა ,როდესაც შეამჩნევდა რომ გაციებული ვიყავი
და იგივეს მეუბნებოდა რასაც ყოველთვის: "ერთხელაც იქნება და გათენებულს აღარ დაგვხვდები,მთვარე მოგვტაცებს შენს თავს ,ისე გიყვარს"
ამას რა თქმა უნდა ხუმრობდა,
მაგრამ ახლა უკვე ვოცნებობ ნეტა მართლა წამიყვანოს მთვარემ ,სადმე შორს!
იქ სადაც არ სტკივათ ,იქ სადაც ვერ გრძნობენ.
რადგან ვგრძნობ რომ სულ ცარიელ ცაზე ვარ გამოკიდებული და ჩამქრალი,აქ კი აშკარად აღარ აქვს ჩემს სიცოცხლეს აზრი!
ვიცი არ უნდა დავნებდე ,მაგრამ ცოტახნის წინ ჩემი მშობლები და უფროსი ძმა უგზოუკვლოდ გაქრნენ!
მაშინ როდესაც მეგონა,რომ უბრალო სამოგზაურო ტურისთვის დავემშვიდობე,როგორც ჩანს სააბოლო გამომშვიდობება ყოფილა ეს.
ისინი ვერსად ვეღარ იპოვეს და ვარაუდობენ,რომ ერთ-ერთ სახიფათო გზაზე გადაიჩეხნენ და ავარიამ შეიწირა ,რომლის შედეგადაც სამივე დაიხოცა.
დიდხანს ვევედრებოდით მე და ჩემი ახლობლები ,რომ გამოეძიათ ბოლომდე რა იყო მათი ასეთი გაქრობის მიზეზი ან საერთოდ თუ იყვნენ მკვდრები რეალურად,მაგრამ არა...საქმე დაიხურა და ჩემი ოჯახი გარდაცვლილად გამოაცხადეს.
ეს კი მხოლოდ იმიტომ ,რომ რამოდენიმე ნივთი აღმოაჩინეს კლდის პირას და ამით ჩათვალეს,რომ კლდეზე გადაიჩეხნენ ავარიის შედეგად.
ჩვენც სხვა გზა არ გვქონდა,შეევეგუეთ ბედს და ცარიელ სააფლავებს დავტირეთ გაზაფხულის მშვენიერ დღეს.
ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ და ვერ ვეგუები,მაგრამ როდესაც მარტო ვრჩები სახლში და ვხვდები ,რომ ისინი აღარ
არიან,უბრალოდ რეალობას თვალს ვუსწორებ და მეტად მტკივა!
ეს ჩემთვის უდიდესი დარტყმაა,ან კი უფრო მეტიც,სიკვდილის ტოლფასიაა!
თითქოს ვიღაცამ გული ამომაგლიჯა და ცარიელი დამტოვა!
იცით მათი დასაფლავების დღეს არ მიტიარია,ერთი ცრემლიც არ ჩამომიგდია ,უბრალოდ დადუმებული ვიჯექი ერთ ადგილას...შემდეგ კი არც ვჭამდი ,არც ვსვავდი ,არც მეძინა ,არაფერი!
კოშმარებს ვხედავდი მხოლოდ...კოშმარებს ,რომელიც რეალობისგან სამწუხაროდ დიდად არ განსხვავდებოდა.
საბოლოოდ კი დიდი ძალისხმევის შედეგად ცოტა ნორმალური ადამიანივით დავიწყე ცხოვრება,მაგრამ არსებობს ადამიანი ,რომელიც ცოცხლობს და ადამიანი,რომელოც უბრალოდ ცხოვრობს.
ვსუნთქავდი...მართლა უბრალოდ ვსუნთქავდი!
შედეგად კი სტრესმა დღითი დღე იმატა ჩემში და გულში ჩაგუბებულმა ჩემი დახრჩობა დაიწყო.
წონაში კატასტროფულდ დავიწყე კლება.

🔥ჩამომყვები ჯოჯოხეთში?🔥Where stories live. Discover now