ნაწილი #2

2.3K 222 17
                                    

გარშემო სიბნელე იყო.
ისეთი სიბნელე, რომლისაც მე სიბნელის მოყვარულსაც  კი მეშინოდა.
სიბნელეში კი ისმოდა ნაზი ხმა,
უფრო ანგელოზის ხმას მოგაგონებდათ!
ის მე მეძახდა და მეუბნებოდა რომ მასთან მივსულიყავი,იქ...სიბნელეში.
და უცბად თვალებიც გავახილე!
ეს სიზმარი იყო !
სიზმარი ,რომელმაც  ჩემი გულის ცემის ასე აჩქარება გამოიწვია...ეს კი სიზმარი იყო ,მაგრამ ის?!
გამახსენდა უცბად ბიჭი ,მისი წითელი თვალები, სისხლი ,სიტყვები ,სიცივე და საერთოდ ყველაფერი და ფეხზე წამოვხტი!
მაგრამ აღმოვაჩინე ,რომ ისევ ჩემს პალატაში ვიწექი
და გარეთ უკვე ნათლად ანათებდა მზე.
-სიზმარი იყო.
ჩავილაპარაკე იმედგაცრუებულმა და ფეხზე წამოვდექი .
ალბათ მიღებულმა წამლებმა და სტრესმა იმოქმედეა ჩემზე ცუდად და ასე ამიტომ დამემართა!
აჰ,აქ ყოფნამ როგორ დამღალა.
სახლში წასვლა არ მინდა ,მაგრამ არც აქ დარჩენა.
-დილა მშვიდობის,როგორ გრძნობთ თავს ლუნა?
პალატის კარი სრულიად უცხო ექთანმა შემოაღო და ამ კითხვით შემეგება.
-დილა მშვიდობის.
დიახ,კარგად ვარ.
მშვიდად ვუპასუხე და მეტად დავაკვირდი...ჩემი ექიმი სადაა?
გუშინდელი სიზმარი,ყველაფერი უცნაურად დაემთხვა.
იქნებ ვიკითხო...იმას მაინც გავარკვევ ჩემი სიზმარი რაც ვნახე ყველაფერი სიზმარი იყო თუ რაღაც ნაწილი!
-სხვათაშორის,მოგაკითხეს.
მშვიდად მითხრა და დამამშვიდებელი აბები გვერდით წყალთან ერთად დამიდო.
-ჩემი ექიმი სადაა?
მე კი მისი სიტყვები დავაიგნორე და პირდაპირ ეს ვიკითხე.
-არ ვიცი ,დღეს სამსახურში არ გამოცხადდა.
მითხრა ქალმა ღიმილით და ტანისამოსი მომაწოდა.
-აჰა ,მგონი სჯობს უკვე ჩაიცვა!
მეც დაბნეულმა გაგებულით აღარაფერი აღარ ვუპასუხე და ტანსაცმლის ჩაცმა დავიწყე.
არადა ვგრძნობდი ,რომ რაღაც არ იყო ნორმალურად.
იქნებ დამთხვევა ,ჩემი სიზმარიც და მისი ასე სამსახურში არ გამოცხადებაც,მაგრამ არ მინახავს სამსახური ასე გაეცდინოს ბოლოს და ბოლოს სულ აქ ვარ მგონი.
-ლუნა,მზად ხარ?!
ამ ფიქრებიდან დეიდას ხმამ გამომიყვანა,რომელიც მომღიმარი მელოდა პალატის კარში.
მეც უკვე ჩაცმული გავემართე მისკენ და მკრთალი ღიმილითვე ვუპასუხე.
-წავედით.
მან მხოლოდ ესღა თქვა და ხელი ჩამკიდა,შემდეგ კი მანქანისკენ წამიყვანა.

🔥ჩამომყვები ჯოჯოხეთში?🔥Where stories live. Discover now