ნაწილი #7

1.7K 210 26
                                    

ლუნას პოვ:
ოთახში საოცარი სიჩუმე იყო და მეც უკვე აღარაფერი არ მქონდა სათქმელი ან უბრალოდ ვხვდებოდი იმას ,რომ თქმას არც ჰქონდა აზრი.
ჯიმინმა ცოტახნის შემდეგ მითხრა,რომ წასასვლელი იყო და თან გამაფრთხილა,რომ მე ოთახში ვყოფილიყავი.
ასეც ვქენი,რადგან ვაცნობიერებდი საფრთხეს,რომელზეც ჯიმინმა მომიყვა.
დიდხანს ვიჯექი ასე ფიქრებში ჩაძირული,მაგრამ
ბოლოს იმდენი ვიფიქრე,რომ ყელში ამომივიდა ყველაფერი,ეს უაზრო სიტუაციაც ,რომელიც უეცრად დატრიალდა და საკუთარი თავი,რომელიც ზედმეტად უსუსურია ამ სიტუაციაში.
ბევრი ფიქრის შემდეგ ოთახს მოვცილდი და გარეთ კორიდორში გავედი!
მეგონა რომ თუ ცოტას გავივლიდი და იმ საშინელ ოთხ კედელს მოვცილდებოდი,ფიქრსაც შევწყვეტდი,მაგრამ
გავედი თუ არა მალევე ვინანე,რადგან სულ ოთხი ნაბიჯი მქონდა გადადგმული ვიღაცეების ჩხუბის და ყვირილის ხმა რომ გავიგე !
მინდოდა მივტრიალებულიყავი და ოთახიდან არ გამომედგა ფეხი,რადგან მგონია თუ რამეში ზედმეტად ჩავერევი,მეტ პრობლემას შევიქმნი,მაგრამ ამ მომენტში რატომღაც ზედმეტად მეუცნაურა მათი საუბრის თემა და დავინტერესდი რაზე იყო ლაპარაკი.
მეც ნელ-ნელა კედელს ამოფარებული მივეპარე ადგილს საიდანაც ჩხუბის ხმა მესმოდა და ინტერესით დავუგდე ყური...
ჯიმინის ხმა მალევე ამოვიცანი,შემდეგ მისი რამოდენიმე მეგობარი და ვიღაც სამი უცხო პიროვნებაც მომხვდა თვალში,მაგრამ ჩემთვის ჯერ კიდევ გაუგებარი იყო რაზე კამათობდნენ.
"გოგოს ვერ მიიღებთ ,ეს უკვე ვთქვი და არ გადავალ ჩემს სიტყვებს,არც ერთი წამი!
უბრალოდ უკან გაბრუნდით."
უკვე თვალებ გაწითლებული და გაბრაზებული უყვიროდა ვიღაც კაცს ჯიმინი .
"გოგოს მაინც წავიყვანთ!
მის გარეშე აქედან არ წავალ და ნუ
მაიძულებ ჯიმინ ის გავაკეთო რაც არ მინდა!"უპასუხა შავებში ჩაცმულმა მამაკაცმა,რომელიც მის წინ იდგა და თან აშკარად არ აპირებდა უკან დახევად...ვინაა და ვის გატანებაზე საუბრობს?
იმედია ეს მე არ ვარ და არ მეხება!
"რაც გინდა ის გააკეთე ,ლუნას ვერ წაიყვან!
ჯერ ჩემი მოკვლა მოგიწევს"
ლუნა? ეს მე ვარ და ჩემზე დაობენ თუ რომელთან ვიქნები!
ჯიმინი მესმის ,მაგრამ ეს კაცი?
მას მე პირველად ვხედავ...არ ვიცი ვინაა,რაში უნდა ვჭირდებოდე?
არა,ეს ის არაა რაც მგონია...მსხვერპლშეწირვა.
"კარგი ასე იყოს შვილო,მაშინ რაც მოხდება შენს თავს დააბრალე!"
ასეც ვიცოდი...ეს ჯიმინის მამა იყო და მას ჩემი წაყვანა უნდა!
ჩემი შეწირვა უნდა მთვარისთვის...დღეს ვერ წამიყვანა,მაგრამ მისი ტონით და სიტყვებით თუ ვიმსჯელებთ ,ის ისევ დაბრუნდება.

🔥ჩამომყვები ჯოჯოხეთში?🔥Where stories live. Discover now