ნაწილი #5

1.8K 208 32
                                    

ლუნას პოვ:
დილით უკვე საშინელ ხასიათზე გამეღვიძა,რადგან მზე პირდაპირ თვალებში მანათებდა!
როგორც ჩანს ვიღაცას ფარდა გადაუწევია, გავიფიქრე და ნელ-ნელა ფეხზე წამოვდექი და არემარეს თვალი მოვავლე.
ჩემი მეზობელი ოთახში არ იყო,რაც იმას ნიშნავს ,რომ მასთან საუბარს დღეს ვერც შევძლებ.
მაგრამ არაუშავრს,სჯობს ჩემს საქმეს მივხედო და როგორღაც დეიდას მოსვლისას ,დაველაპარაკო და დავითანხმო ,რომ აქედან წამიყვანოს...აქ უსაფრთხოდ არ ვარ.
დეიდა ალბათ შუა დღისკენ მოვა,რაც იმას ნიშნავს,რომ ჯერ ადრეა და დრო მაქვს ცოტახანს კიდევ გამოვიძინო.
ნელა და მშვიდად ფეხზე წამოვდექი და ფარდა გადავწიე ,შემდეგ კი ისევ დავწექი ,
ვაპირებდი ძილი გამეგრძელებინა,ახლა უეცარმა კაკუნმა ადგილზე რომ შემახტუნა!
მეც ისევ ფეხზე ავდექი და კარი მობეზრებული სახით გავაღე, იქ კი კაცი დამხვდა, მას დიდი ორი ჩემოდანი ეჭირა ხელში.
-დილა მშვიდობის (გვარი) ლუნა ეს თქვენმა დეიდამ მოიტანა და მთხოვა ,რომ თქვენთვის გადმომეცა.
კაცს არც დავამთავრებინე ბოლომდე,გიჟივით რომ ჩავირბინე
დერეფნის ბოლოს დიდი კიბები !
როგორ მოხდა ეს? ასეთ დროს რატომ მოვიდა ან რატომ არ მნახა!
ნუთუ ბოლო შანსიც დავკარგე?!

კაცს არც დავამთავრებინე ბოლომდე,გიჟივით რომ ჩავირბინედერეფნის ბოლოს დიდი კიბები !როგორ მოხდა ეს? ასეთ დროს რატომ მოვიდა ან რატომ არ მნახა! ნუთუ ბოლო შანსიც დავკარგე?!

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

მეორე სათულიც ძაალიამ სწრაფად ჩავირბინრ და პირველზეც  მდებარე კართან მჯდომ ქალს გიჟივით მივვარდი.
-ქალი ,რომელიც ამ წუთას იყო წავიდა უკვე?
შეკრული სუნთქვით ძლივს გადავაბი ერთმანეთს სიტყვები,რაზეც ქალმა ზანტად მიპასუხა.
-კი,ახლახანს წავიდა.
ამაზე არც კი ვუპასუხე და იმის მიუხედავად ,რომ ჩემი გასვლა არ შეიძლებოდა ,კარიდან სწრაფად გავიქეცი გარეთ,სადაც უკვე ქალის ყვირილი სუსტად მომესმა უკნიდან და დავაიგნორე.
დეიდას რამენაირად უნდა ვუთხრა ,რომ აქედან სასწრაფოთ წამიყვანოს ,აქ ვერ გავჩერდები!
ჯიმინი ზუსტად ვიცი ისევ მიპოვის და თავისთან წამიყვანს.
მთელი ძალით მივრბოდი ,მაგრამ ეზოს თვალი რომ მოვავლე არავინ არ დამხვდა...როგორც ჩანს დეიდა უკვე წავიდა!
გამასწრო...მორჩა,ახლა ვერაფერს ვერ ვიზავ,ტელეფონსაც კი არ მომცემენ,რათა დეიდას დავუკავშირდე...ხაფანგში ვარ.
იმედ გაცრუებული უკან მივბრუნდი და იქ მჯდომ ქალს ვკითხე ,ვითომც არაფერი მშვიდად ვკითხე.
-დეიდამ რამე ხომ არ დაგაბარათ ჩემთან?
რატომ არ მოვიდა და მნახა?
ამაზე ქალმა სათვალე მკაცრად ჩამოწია და მიპასუხა.
-მითხრა რომ არ უნდოდა შენი გაღვიძება და რაც შეეხება შენს წეღანდელ საქციელს ამჯერად დავაიგნორებ,მაგრამ ასეთი რაღაც აღარ განმეორდეს.
უემოციოდ და ცივად გამაფრთხილა,რაზეც ამოვიხვნეშე და ნელა ისევ ჩემი ოთახისკენ წავედი.
მგონია რომ ციხეში ვარ,აქედან თავის დასახწევად არ ვიცი რა მოვიმოქმედო,თითქოს ყველა გზა მოჭრილია.
რა მექნა არ ვიცოდი...დეიდა ვერ ვნახე ,ანუ აქ მომიწევს ყოფნა და ჯიმინს აქ დავემალები?
ამ ფიქრებში უეცრად რაღაც ხმა მომესმა კარიდორიდან და რომ დავუკვირდი მივხვდი,რომ ეს სპეციალური გადმომცემი იყო ,საიდანაც ქალის ხმა ისმოდა.
ის აცხადებდა ,რომ ოც წუთში გაკვეთილები იწყებოდა და ბავშვები გამოცხადებულიყვნენ მთავარ დარბაზში.
არ მინდოდა გაკვეთილებზე  გასვლა, აქ მინდოდა  ვყოფილიყავი ყველასგან შორს! მაგრამ ჩემს პირველ გაკვეთილს ვერ გავაცდენდი,მეტი პრობლემა შემექმნებოდა ასე,მე კი პრობლემები აღარ მინდა!
ამიტომ უიმედოდ პირდაპირ სააბაზანოში შევედი და შხაპი მივიღე ,შემდეგ ჩაცმამდე კარგახანი ვაკვირდებოდი სარკეში ჩემს უდიდეს ნაკბენს ყელზე და კიდევ ვერ ვიჯერებდი რომ ეს ნამდვილი იყო.
საბაზანოდან რომ გამვედი ჩემი მეზობელი ისევ არ იყო ოთხში ,ამიტომ მეც მშვიდად დავიწყე მზადება,ტანისამოსი ავირჩიე და ჩავიცვი .

🔥ჩამომყვები ჯოჯოხეთში?🔥Where stories live. Discover now