ნაწილი #10

1.7K 180 14
                                    

ლუნას პოვ:
ნერვიულობით ერთ წამს ვერ ვისვენებდი,რადგან
გაკვეთილი თხუთმეტი წუთია დაიწყო ჯიმინი კი კიდევ არ მოსულა!
ნეტა რა ხდება? რა დაემართა ასე უცბად?! მე უბრალოდ ჩემს ძველ კლასელს ვესაუბრებოდი ,ის კი სულ გაადაირია!
ნეტა იცნობენ ერთმანეთს?
ამაზე ფიქრით უკვე თავი მისკდებოდა და ერთი სული მქონდა ჯიმინი შემოსულიყო ,მაგრამ  არა!
მთელი გაკვეთილი ისე  გავიდა,რომ ჯიმინი აღარ დაბრუნებულა უკან!
რაც მაკვირვებდა კიდეც და ამასთან ერთად მაშინებდა.
ზარიც რომ დაირეკა და ჯიმინი ისევ არ  გამოჩნდა ,აღარ მოვიცადე მეტად,ავდექი და მის მოსაძებნათ წავედი .
რა თქმა უნდა პირველი ადგილი სადაც ვნახე ის ადგილი იყო ,სადაც ცოტახნის უკან დავტოვე.
"ჯიმინ?"მაგრამ იქ საერთოდ არავინ არ დამხვდა,მხოლოდ სახიფათო და ბნელი სიცარიელე და ამავდროულად შემაძრწუნებელი სიჩუმე!
"ჯიმ-"ვეღარ დავასრულე და შიშისგან ბოლო ხმაზე ვიყვირე,რადგან ჩემს წინ საშინელება დავინახე!
კედელს ვიყავი აკრული და ნანახით ჯერ კიდევ შოკში მყოფს ხელები მქონდა სახეზე აფარებული!
ჩემი ძველი კლასელი , ვისაც ცოტახნის უკან ველაპარაკებოდი სისხლის გუბეში ეგდო,მაგრამ ყველაზე საშინელება ის იყო ,რომ მისი ტანის მხოლოდ ერთი ნაწილი ეგდო აქ!
თუ არ ჩავთვლით მის გვერდით დაგდებულ მეორე ნაწილსაც.
ის თავ მოწყვეტილი დამხვდა !
"ეს...ეს რა არის? რატო-მ გააკ-ეთე ეს ჯიმინ?"ცრემლები მდიოდა და კედელთან ვიყავი ჩაკეცილი .
ძაალიან გავბრაზდი მის ამ სასტიკ საქციელზე და ამავდროულად გულიც მეტკინა!
რადგან არ მინდოდა ასეთად აღმექვა და დამენახა!
არ ვიცი რატომ,მაგრამ არ მინდოდა,მაგრამ ახლა ის ჩემს თვალში მონსტრია.
სააბოლოდ კი ამის გაცნობიერებაზე ცრემლები ვეღარ შევიკავე და მწარედ ავტირდი...რატომ მოკლა?
ან ასე უეცრად სად გაქრა?
დამტოვა...ეს უცნაურია.
სასწრაფოდ უნდა მოვძებნო და პასუხები გავიგო...ესღა გავიფიქრე და მის საძებნელად გავემართე.

ნახევარი საათის შემდეგ:
ყველგან ვნახე ,მაგრამ არსად არ იყო!
აორთქლდა ,გაქრა!
ასე აქ როგორ დამტოვა? თვითონ არ დამყვებოდა ყველგან?
რამე მოუვიდა? რა მოხდა?
ბოლოს სხვა გზა აღარ იყო და იმ ადამიანს მივმართე ვისაც ვიცოდი ეცოდინებოდა მისი ადგილსამყოფელი ან ის მაინც რა უნდა მომემოქმედა ასეთ სიტუაციაში...არ ვიცი რამდენად დამეხმარება,მაგრამ ის ერთადერთი გამოსავალია ამ წამს.
"ჯიმინი არ გინახავს?"ძაალიან ჩვეულებრივად ვკითხე თეჰიონს,რომელიც მერხზე გადაწოლილი იყო და თვალები დახუჭურლი ჰქონდა   .
კითხვა კი აშკარად გაიგო,მაგრამ ზედაც არ მიყურებდა ,ისევ თვალებ მოხუჭული იყო და არც პასუხი გამცა  ამ კითხვაზე.
ვიცი რომ ვძულვარ და  მეც ამ წამს ძაალიან უნდა მეშინოდეს მისი ,მაგრამ აქ მხოლოდ ისაა ჯიმინის ნაცნობი,მეტი არავინა ვისაც ჯიმინზე ეცოდინება რამე!
"შენ გეკითხები,ჯიმინი სადა არ იცი?"
გავღიზიანდი პასუხს რომ არ მიბრუნებდა და ხმამაღლა ვკითხე,ამაზე კი უკვე ნელა მობეზრებულმა გაახილა ჯერ ერთი ,მერე მეორე თვალი  და ამათვარიელ ჩამათვალიერა...

🔥ჩამომყვები ჯოჯოხეთში?🔥Where stories live. Discover now