ნაწილი #4

1.9K 208 24
                                    

ლუნას პოვ:
ვგრძნობდი როგორ ითრევდა შიში ჩემს მთელ სხეულს ,იმის მიუხედავად რომ მთელი ძალით ვებრძოდი მას!
ფეხებს ვეღარ ვაკონტროლებდი უკვე და კანკალით ვუახლოვდებოდი ოთახის ცენტრს,თან კი ვფიქრობდი ღირდა თუ არა ამად ეს ბიჭი.
ამდენ ფიქრში მალევე მივუახლოვდი ოთახში მდგარ სილუეტს ,რომელიც ზურგით იდგა...წესით ესაა ჯიმინი.
მეც ადგილზე გავჩერდი და უბრალოდ მის განიერ ზურგს მივაშტერდი,რადგან არ ვიცოდი რა მეთქვა!
-დაგაგვიანდა.
უეცრად კი მან ამოიღო ხმა,რის შედეგადაც  ცოტა შევხტი,თან კი მეტად მომაწვა შიში...ნუთუ მან მართლა იცოდა რომ მივიდოდი?
-იცოდით რომ მოვიდოდი?
ვიკითხე შეშინებულმა და თან ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე,მაგრამ უკან მდებარე კარი უკვე დაკეტილი ,რომ მომხვდა თვალში მივხვდი ამ დროისთვის გაქცევასაც აღარ ექნებოდა აზრი და მის პირისპირ უკვე მტკიცედ დავდექი,მალევე კი მისი მშვიდი ხმაც მომესმა.
-რა თქმა უნდა ვიცოდი...ბოლოს და ბოლოს მე გაკონტროლებ ლუნა,ვიცი როდის რას გრძნობ და რას ფიქრობ,როდის მხედავ სიზმარში და როდის ფიქრობ ჩემზე.
ახლაც კი ზუსტად ვიცი რომ გეშინია...შენი კანკალი აქაც კი კარგად მესმის და  შენი აჩქარებული გულის ცემაც.
ეს ყოველივე რომ თქვა ,თან  ფეხზე წამოდგა,შემდეგ კი ჩემსკენ ნელი ნაბიჯით წამოვიდა,მანამ მე ადგილზე გაშეშებული და ფერ დაკარგული ვუსმენდი.
-თუ მოვინდომებ ,მე გავაკონტროლებ შენს ფიქრებს,მოძრაობებს,გრძნობებს და მთლიანად შენც.
სააბოლოდ ესღა თქვა და ჩრდილიდანაც ,რომელიც მის სახეს ფარავდა გამოვიდა!
თვალებში მიყურებდა და თან იღიმოდა!
მე კი აღარ ვიცოდი რა მექნა ან თუნდაც რა მეთქვა!
ენა პირში ჩამივარდა,უბრალოდ შოკში ვიყავი.
ის ზუსტად ისეთია როგორსაც ჩემა სიზმარში ვხედავდი!
საშუალო სიმაღლის,გამხდარი,სახიბათო და იდუმალებით მოცული მზერა და დიდი წითელი ტუჩები,რომელითაც ცბიერად მიღიმოდა.
ანუ ეს სიზმრები და ყველაფერი რეალობა იყო ?!
განძრახ ვხედავდი მას?

🔥ჩამომყვები ჯოჯოხეთში?🔥Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang