3.აბა,შენ იცი.

1.7K 135 13
                                    

                                    XXX

კლუბიდან გამოვედით თუ არა ჩვენ წინ საზარელი სანახაობა გადაიშალა.ყველა ერთმანეთს ასახიჩრებდა.აშკარად იქ წინაზე ბევრად მეტი ბიჭი იყო.

შავგრემანი ბიჭებს უმოწყალოდ ურტყავდა მუშტებს.არც ჩვენები და არც მისი მეგობრები არ იზოგავდნენ თავს.ყველას სისხლი სდიოდა მაგრამ არ იმჩნევდნენ.ასეთ მომენტებში ფილმებიდან ვიცი რომ ვიღაცამ უნდა გააშველოს,ეს ლოგიკურია,მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ გოგოები ვიყავით და ამ ფაქტმა ძლიერ დამაბნია.

-"რაღას ვუცდით?!"-ელენეს სიტყვებმა უცებ გონზე მომიყვანა და მიმახვედრა რომ უბრალოდ დგომა ცუდი არჩევანი იყო.უცებ მივვარდით და გაშველება დავიწყეთ.ვაღიარებ ძალიან ვნერვიულობდი.ელენე შეეცადა ლუკასი და ჯექსონი გაეჩერებინა,კლუბიდან ახალგამოსული მაშო კი მას ეხმარებოდა.მე კი გაშმაგებით მივვარდი უცხოებთან და ვეუბნებოდი რომ გაჩერებულიყვნენ მაგრამ ვინ მისმენდა?

ლიზაც შევნიშნე,შავგრემანს ეკიდებოდა ხელზე მაგრამ ბიჭმა იმხელაზე დაუყვირა გასულიყო რომ სულ დამაკანკალა.

რა ნაბიჭვარია,გოგოს როგორ უყვირის.

-"ან გაჩერდებით ან პოლიციას დავურეკავ!"-ბოლოს ძალა მოვიკრიბე და ხმამაღლა ვუთხარი,ყველას რაზეც მწარედ დამცინეს.

-"ჰო აბა შენ იცი'' -გადაიხარხარეს.

-"ამის დედაც ჰოსეოკ,ნორმალურად ლაპარაკი როდის უნდა ისწავლო?'-სანამ რამის თქმას დავაპირებდი შავგრემანი უკანასკნელს მიუბრუნდა.

-"მემგონი წასვლის დროა"-მიჩურჩულა ელენემ და ამავდროულად ხელი მომკიდა.უცებ შევბარბაცდი მაგრამ ელენემ იქიდან გამომიყვანა.

-"ღმერთო,ისინი სად წავიდნენ?"-მანქანაში ჩავჯექი და ელენეს მივუბრუნდი

-"ლიზამ მოკიდა ხელი ბიჭებს და მანქანით წაიყვანა სახლებში."-თქვა ელენემ.

Love or be Loved/გიყვარდეს ან უყვარდეWhere stories live. Discover now