39.გაორება.

477 44 27
                                    


-"მოვედი!"-შესძახა ჯონგუკმა და მანამ სანამ იუნგის დაინახავდა,სამზარეულოდან ჭიქა წყალი გამოიტანა.

-"ვა,იუნგს!"-ხელი გამოუწოდა ჩასარტყმელად,იუნგი დაფიქრდა,არ უნდოდა ხელი ჩამოერთმია,რადგან იცოდა ეგონებოდა ყველაფერს სწორად აკეთებს და არავინ არ ვართ მასზე ნაწყენებიო,მეორეს მხრივ,თუ არ ჩამოართმევდა,ამ შეცვლილ ხასიათზე რას იზამდა ღმერთმა იცის.

-"ჯეონ!"-ნაძალადევად გაუღიმა და ხელი ჩამოართვა.მარიამს შეხედა,რომელიც ჯერ კიდევ შვლის თვალებით უყურებდა ამბის მოყოლის მოლოდინში.

-"აქ რას აკეთებთ ჩემს გარეშე?"-წყალი მოსვა და მარიამს არც თუ ისე სასიამოვნო მზერით შეხედა.

-"არაფერს,შემოვიარეთ მე და მაშომ,სანამ წავიდოდით,-მაშოს ჩანთა მიაწოდა და კართან მისულმა მარიამს უხმოდ ანიშნა-მერე მოგიყვები."

კარი გაიხურეს და გავიდნენ.ჯონგუკი მოწყვეტით დაეშვა დივანზე და მარიამის მწველ მზერას ყურადღებას არ აქცევდა,ხმამაღლა კბეჩდა ვაშლს და ტელევიზორის გადამრთველს აწვალებდა.

-"დიდი ხანი აპირებ ეგრე ჯდომას?"-ამდენი ხნის შემდეგ სიჩუმე პირველად მარიამმა დაარღვია და გადამრთველო უხეშას გამოართვა ჯონგუკს.

-"რა გინდა?"-ისე კითხა არც შეუხედავს მისთვის და ფრჩხილებს დააკვირდა.შემდეგ წამოდგა და სამზარეულოში შევიდა,წყალი დაისხა და დალია,მარიამის მზერას ისევ არიდებდა თავს.

-"ლაპარაკი მინდა."

-"მიდი მერე გისმენ."-ხელები გაუშალა და წინ დაუდგა.

-"სად იყავი?,-მანამ სანამ პასუხს გასცემდა მანამდე დაამატა,-რა?იუნგი გაუშვით კომპანიიდან?თუ თვითონ წამოვიდა არ ჩათვალა საჭიროდ რომ დარჩენილიყო."

-"იცი,ვერ გავიგე რა გინდა!-ენა გადაიტარა ტუჩებზე და თავი გადახარა,-რა გაინტერესებს კონკრეტულად."

-"სად ი ყ ა ვ ი?!"

-"ერთხელ და გასაგებად ვერ ვთქვი შეხვედრაზე მეთქი,დაყრუვდი?!"

Love or be Loved/გიყვარდეს ან უყვარდეTempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang