წაიკითხე!

800 58 45
                                    

მოგესალმებით,მოკლედ ვიცი ძალიან გაგიცრუეთ იმედები და ამდენ ხანს გალოდინეთ.
მაგრამ შემდეგი თავი ჯერ-ჯერობით ვერ დაიდება.

ოჯახის უსაყვარლესი წევრი,ჩემი ბუთქუნა ბაბუა გარდამეცვალა.

ის ადამიანი დამეღუპა,რომლის კეთილ ღიმილს და იმერულ იუმორს ვერავინ უძლებდა.

ის ადამიანი აღარ მყავს,რომელიც მეუბნებოდა 'ნუ უსმენ ბაბუ ამათ,მერე რა რომ ენა გეშლება,მეც ეგეთი ვიყავი,დედაშენიც და ბიძაშენიც,სკოლაში გაკვეთილს ვერ ვყვებოდი და სხვათაშორის ენის ბორძიკი ძალიან საყვარელს გხდის ბაბულიკოო'.

ძალიან სუსტად ვარ და ფიკის დაწერა კი არა,საერთოდ ვინ ვარ და რას წარმოვადგენ იმის გარკვევა მიჭირს.

ამ სტრესის გადატანაში მეხმარებიან მეგობრები,ნათესავები,და და ძმა,თუმცა ეს ტკივილი მოუშუშებელია.

მეგობრებო,მოუფრთხილდით თქვენ საყვარელ ადამიანებს,უთხარით რომ გიყვართ და მაქსიმალურად აგრძნობინეთ რომ მათ გარეშე არ შეგიძლიათ,მოექეცით ისე,თითქოს ეს დღე თქვენი უკანასკნელი იყოს.

გააკეთეთ ესე და არ მომბაძოთ მე,რომელმაც საკუთარი ბაბულიკო სიკვდილამდე ერთი თვე ვერ მოინახულა საავადმყოფოში,დაწყევლილი კარანტინის და უნამუსო ექიმების გამო,რომლებმაც პაციენტის სიკვდილის მიზეზი უბრალო მაღალი წნევიდან,თირკმლის გათიშვამდე მიიყვანეს,რომლებიც ოპერაციას ყოველდღე წინ წევდნენ და იმ ექიმების გამო,რომლებსაც ფულის მიღების გარეშე,ექიმის ფუნქციის შესრულების ღილაკი გამორთული აქვთ.

ჩემი კეთილი და ბუთხუჩა ბაბუ ეხლა უკეთეს ადგილზე არის!

ღმერთმა ეს ტკივილი არასდროს გამოგაცდევინით!

და მაპატიეთ პასიურობის გამო!

Love or be Loved/გიყვარდეს ან უყვარდეWhere stories live. Discover now