36.ტელეფონი მომეცი!

763 60 30
                                    


UNEDITED

-"რა ხდება?"-ლიზას აბრეშუმის ხალათი ქონდა მოცმული და ფეხებზე არაფერი ეცვა.

სასწრაფოდ შევვარდნენ ელენეს და თეჰიონის კარავში,ელენეს ხელები უკანკალებდა,თეჰიონი კი ელენეს უყურებდა,საშინელი გამომეტყველება ჰქონდა,ავის მომასწავლებელი.

უცებ მკლავიდან სისხლდენა დაეწყო,დიდი ხაზი მკვეთრად გამოეკვეთა და იქიდან შეუჩერებლივ დაიწყო სისხლმა დენა.

-"რა მოხდა?"-შეშინებული ხმით იკითხა მარიამმა და სასწრაფოდ ამოიღო ბამბა,სპირტი დაასხა და ელენეს გვერდით ჩამოჯდა.

-"კოცონთან ტელეფონი დამრჩა,ვიფიქრე წვიმა რომ დაიწყოს გამიფუჭდება თქო,რომ ავიღე და ვბრუნდებოდი ხესთან ლანდი შევნიშნე,იუნგი მეგონა და დავუძახე,შემოტრიალდა და წამის მეასედში გამოიქცა,საზიზღარი გამომეტყველება ჰქონდა სახეზე,დანა გამკრა მკლავზე და თვითონ იქით გაიქცა!"-სლუკუნით თქვა ყველაფერი და სპირტის მის სხეულზე შეხების შემდეგ ძლიერ დაიმანჭა.

-"ვინ იყო სახეზე იცანი?"-მაშომ ჯიმინი გასწია და წინ ჩამოუჯდა.

-"კი,მაგრამ არ მგონია ეგ ყოფილიყო."-ისევ სლუკუნით გააგრძელა საუბარი და ცალი თვალით წინ მდგომ თეჰიონს შეხედა,რომელიც მხოლოდ თეთრი,თხელი მაისურის ამარა იყო დარჩენოლი,ხელები ჯიბეში ქონდა ჩადებული და თმები აჩეჩილი ქონდა,მიზეზს მიხვდებოდით.

-"ამის დედაც,თქვი ვინ ჯანდაბა დაინახე!"-თეს ხმაზე მარიამი შეხტა,მაგრამ თავი შეიკავა და მის დას მკლავი დაუჭირა,სისხლი რომ გამოდენილიყო.

-"სეჰუნი,სეჰუნი იყო!"-ბოლო ხმაზე დაიკივლა და ხელები თმებში შეიცურა.ამას მალევე მოყვა თეჰიონის სამედუცინო ყუთზე ხელის მირტყმა და გარეთ გასვლა.გარეთ ბიჭები გაყვნენ,ყველაზე შეშინებული კი ჯონქუქი იყო.იცოდა,რომ მისი ეჭვები გამართლდა და ის პარაზიტი ბიჭი ვერ მოიცილა თავიდან.დარწმუნებული იყო,რომ რაღაცას მოიმოქმედებდა,პრინციპში ქმედება დაწყებული იყო,თეჰიონის გოგოს მწარედ შეეხო.

Love or be Loved/გიყვარდეს ან უყვარდეWo Geschichten leben. Entdecke jetzt