UNEDITED3 წელი გავიდა,უნივერსიტეტი დავამთავრე,გავიზარდე.
შესანიშნავი დრო იყო სტუდენტობა,ყველაზე ამაღელვებელი და გართობისთვის ყველაზე ზუსტი.
FLASHBACK
-კი რატომაც არა,დღეს არაფერი მაქვს-ვთქვი და კაფეტერიაში შეკვეთილი ყავა მოვსვი.-შორსაა?!
-არც ისე,მანქანით თხუთმეტ წუთში ხარ
-კარგი,ისე განტვირთვა არც შენ გაწყენდა-მივუბრუნდი ლიზას,რომელიც წიგნს კითხულობდა.
-რა განტვირთვა?!-მკითხა,ისე რომ წიგნისთვის თვალი არ მოუშორებია.
-საერთოდ გვისმენდი?!-მაშომ დავალების წერა შეწყვიტა და ლიზას მიუბრუნდა,რომელიც მშვიდად და აუღელვებლად ფურცლავდა მისთვის ძალზედ საინტერესო წიგნს.
-ნწ.-თავი გააქნია და მცირედად ჩაიღიმა,რამაც მაშო გააღიზიანა.
-კაი როგორც გინდა,თუ გინდა არ წამოხვიდე-მხრები აიჩეჩა და წერა წყნარად გააგრძელა.
-რაო რა მინდაო?-ძლივს ამოყო თავი წიგნიდან და მაშოს შეხედა,რომელსაც უკვე აღარ აინტერესებდა მეგობრის ცინიკურად ნათქვამი "ნწ".
-მარი ამას უთხარი რაც გვინდოდა თორემ მომხდარზე პააუხს არ ვაგებ.
სამწუხაროდ ამ დროის განმავლობაში მათ არ ვუსმენდი.ჩემთვის,უბრალოდ ვემესიჯებოდი ჯონქუქს,რომელსაც პაუზა ქონდა თათბირებს შორის.
-ოე!-თითები დამიტკაცუნეს სახეში-ამოგვხედე ქუქის პრინცესავ!
-ანუ აუზზე წასვლა გვინდა რა დღეს საღამოს-ვუთხარი და ტელეფონი გავთიშე.-მე ეხლა წავალ სახლში,მოვემზადები და შევხვდეთ მერე
ჩანთაში ტელეფონი და საფულე ჩავაგდე,გოგოებს დავემშვიდობე და გარეთ,პარკინგთან გავედი.
მანქანა დავქოქე,სარკე გავასწორე და სახლისკენ გავეშურე.
რამოდენიმე საათში
-ანუ შენ ეხლა გინდა მითხრა რომ აუზზე არ გამიშვებ,მიუხედავად იმისა,რომ მამაჩემმა უპრობლემოდ გამიშვა?-ოთახში აქეთ-იქით დავდიოდი და ჯონქუქს ველაპარაკებოდი.
YOU ARE READING
Love or be Loved/გიყვარდეს ან უყვარდე
Fanfiction"..და შენი ტანი,გრძელი და თხელი,მკვეთრი ხაზებით მოჩანდა ბნელში. და შენი ხელი,გამხდარი ხელი,მკვდარი ჩიტივით მეჭირა ხელში. გარეთ კი თოვდა,თოვდა,თოვდა." დაწყებულია-06.08.2018 დამთავრებულია-30.08.2020