მაღვიძარამ შვიდ საათზე დარეკა.წამოდგა და აბრეშუმის ხალათი მოიცვა.ელას ოთახში შეიჭყიტა,მძინარეს შუბლზე ეამბორა და ფარდები გადაუწია მზეს რომ არ შეეწუხებინა.
რვა საათზე მზად იყო,უბრალოდ ძიძას ელოდებოდა.კარი გაიღო და შიგნით საშუალო ასაკის ქალბატონი შემოვიდა.
-"გამარჯობა ქალბატონო."-თავი დაუკრა და ფეხსაცმელები გაიხადა.
წოდება არ ესიამოვნა მაგრამ გაუღიმა და სახლის გასაღები მიაწოდა.
-"რაღაც მინდა გთხოვოთ.."
-"მთხოვეთ."-კართან დადგა და მას დაელოდა.
-"ორ დღეში ჩემს ქალიშვილს ვაცილებ ლონდონში.იქნებ ადრე გამიშვათ იმ დღეს."-დაიმორცხვა და თავი ქვევით ჩახარა.
-"რა პრობლემაა.ელა დააძინეთ და რომელზეც გინდათ მაშინ წაბრძანდით."-თბილად გაუღიმა და ლიფტის ღილაკს მიაჭირა.
სამსახურში დიდი ამბავი იყო.საქმე საქმეზე მოდიოდა,ეს კი მარიამს იზიდავდა.უყვარდა მის საქმეს რომ აკეთებდა და შრომობდა.მისი შრომით მიღწეული ფული უყვარდა,ასე თავს დამოუკიდებელ ქალად გრძნობდა.
-"იქნებ აქ მომიწეროთ ხელი ქალბატ- ... "-კაბინეტში საშუალო ზომის გოგო შემოვიდა.
-"კარგია რომ აღარ დააბოლოვე."-თვალი ჩაუკრა და საბუთებზე ხელი მოუწერა.
-"ნახევარ საათში შეხვედრა გაქვთ.ჰომ არ დაგავიწყდათ?"-საბუთები მოაგროვა და კარს მიუახლოვდა.
-"სულ დამავიწყდა,მადლობა ელისონ."
მისი საქმე ოც წუთში მოამთავრა და შენობის ოცდამესამე სართულზე ავიდა.
-"გამარჯობა მამა"-მიესალმა და მაგიდის კუთხეში ჩამოჯდა.
-"თავიდან ვერ გიცანი.მიშელ ამას შეხედე."-მაიკმა სათვალე ცხვირთან ჩამოიჩოჩა და მისი ქალიშვილის შემყურვარე სიამაყის გრძნობით აივსო.
-"არადა გუშინდელი დღისავით მახსოვს უკივერსიტეტის დამთავრება რომ მივულოცეთ ჩვენ და ჯონგუკმა."-მიშელმა ჩაიხითხითა და ფაილები ამოალაგა.
CZYTASZ
Love or be Loved/გიყვარდეს ან უყვარდე
Fanfiction"..და შენი ტანი,გრძელი და თხელი,მკვეთრი ხაზებით მოჩანდა ბნელში. და შენი ხელი,გამხდარი ხელი,მკვდარი ჩიტივით მეჭირა ხელში. გარეთ კი თოვდა,თოვდა,თოვდა." დაწყებულია-06.08.2018 დამთავრებულია-30.08.2020