მუსიკა!🤍
ღმერთო,მკერდშია დაჭრილი.
ხელში აიყვანა და მანქანაში შესვა,საავადმყოფოში უნდა მიიყვანოს.
გვიანდება.
მარის თვალები ეხუჭება
გვიანდება.
მარი კვდება.-"ამის დედაც!"-ანერვიულებულს გზა უფრო გრძელი მოეჩვენა.მარჯვენა ხელით მარის ხელი ეჭირა და ცდილობდა მისთვის თვალი არ მოეშორებინა.
-"ჩემთან დარჩი,არ წახვიდე!"-უმეორებდა მარიამს.
რა აზრი აქვს?
დიდი ხანია თვალები დახუჭა.უჭირს გაარჩიოს ცოცხალია თუ მკვდარი.იცის რომ იგვიანებს,მაგრამ არ ნებდება და გაზს აჭერს.მომაკვდავი დედის გვერდით ელა წევს.მადლობა ღმერთს ძინავს და ამ ყველაფერს არ ხედავს.
მანქანა დაპარკინგების გარეშე შენობის წინ მიაცურა.მანქანიდან გადმოხტა და მეუღლე ხელში აყვანილი შეიყვანა საავადმყოფოში.
-"კვდება!რამე იღონეთ!"-სამიოდე ექიმი და იმავე რაოდენობის ექთნები ელვის სისწრაფით მივარდნენ მასთან.
-"მისი განძრევა არ შეიძლება,ბატონო!"
-"კირა,საკაცე!"-დაიყვირა ექიმმა და მარიამი საკაცეზე დააწვინა.დიდი დერეფანი გაარბენინეს,ჯონგუკს ხელი არ გაუშვია მისთვის.
-"რა მოუვიდა?"-კითხულობს ექთანი და რაციით საოპერაციოს ამზადებინებს.
-"ესროლეს."-თქვა და თვალებიდან ცრემლები მოიშორა.
ჯანდაბა,ჯონგუკი ტირის.-"გარეთ დაგველოდეთ,აქ შემოსვლა არ შეიძლება!"-ექიმმა კარი დახურა და ჯონგუკი გარეთ დატოვა.
ყველა პერსონალი,ყველა პაციენტი მას უყურებდა.ჯონგუკი გიჟს გავდა.თეთრი პერანგი მთლიანად წითელი ქონდა,თითები სისხლიანი.
YOU ARE READING
Love or be Loved/გიყვარდეს ან უყვარდე
Fanfiction"..და შენი ტანი,გრძელი და თხელი,მკვეთრი ხაზებით მოჩანდა ბნელში. და შენი ხელი,გამხდარი ხელი,მკვდარი ჩიტივით მეჭირა ხელში. გარეთ კი თოვდა,თოვდა,თოვდა." დაწყებულია-06.08.2018 დამთავრებულია-30.08.2020