(უკეთესი იქნება ოცდამეთორმეტე თავს თუ გადაავლებთ თვალს,სიზმრის ნაწილს)ელენეს დაურეკა,ერთად იტირეს.ელენესთვის ზედმეტად სასიხარულო იყო,მეცხრე ცაზე იყო,დეიდა ხდებოდა და მეტი პასუხისმგებლობა მოეთხოვებოდა.
ბევრი ლაპარაკის შემდეგ,მანამ სანამ გათიშავდა მკაცრად გააფრთხილა რომ ბიჭებთან სიტყვა არ წამოცდენოდა,რადგან უნდოდა რომ პირველი ჯონგუკს ცოდნოდა.
თერთმეტი საათი იყო,ნერვიულობდა,უხაროდა და ცქმუტავდა.ანერვიულებულს ოთახის კედლები ვიწრო ეჩვენებოდა,ამინდი ცუდი,დრო გაწელილი.
საწოლიდან წამოდგა,სიარული დაიწყო,ხელებს ათამაშებდა.
-"ჯონგუკ იცი მამა ხდები...არა...ზედმეტად უემოციოა."-სარკესთან დადგა,მაისური აიწია-"იცი მუცელში პატარა ჯონი მიზის....არა,არა!!
..იცი..მუცლით ჩვენ ბავშვს ვატარებ"-ოდნავ ჩაეღიმა,საკუთარ თავს დააკვირდა და შემდეგ მის მუცელს,სიამაყით აივსო,იცოდა რომ საუკეთესო დედა იქნებოდა,ამაში ასი პროცენტით იყო დარწმუნებული.
კარის ხმა მოესმა.
მაისური ჩაიწია,კარი დაკეტა და სულიერად მოემზადა.უნდოდა ეს წამები სამუდამოდ ჩარჩენოდა გონებაში,როგორც მათი პატარას ისტორიის პირველი,ქათქათა და სუფთა ფურცელი.
კიბეზე ამოდის.
ნაბიჯების ხმა ნელა უახლოვდება მათ საძინებელს.
კარი გაიღო,უხეშად გაიღო.
რა ხდება?
-"ჯონგუკ,საქმე მაქვს.."-ჯერ კიდევ ქონდა კეთილი ღიმილი სახეზე,ჯერ კიდევ არ იცოდა რა ჯოჯოხეთს უმზადებდა ჯონგუკი მას.
-"ხმა არ ამოიღო!"-კბილებში გამოსცრა და ზიზღით ჩაკიდა ხელი მის მომცრო მაჯას.
ჯონგუკ,რა ჯანდაბა გჭირს?
გამოფხიზლდი!
საშინლად ტკიოდა,ისეთი სიძლიერით უჭერდა რომ თითებს ვეღარ გრძნობდა,მიუხედავად ამისა მაინც სიჩქარით გააქანა ოთახიდან და კიბეებზე ლამის დააგორა.
ESTÁS LEYENDO
Love or be Loved/გიყვარდეს ან უყვარდე
Fanfic"..და შენი ტანი,გრძელი და თხელი,მკვეთრი ხაზებით მოჩანდა ბნელში. და შენი ხელი,გამხდარი ხელი,მკვდარი ჩიტივით მეჭირა ხელში. გარეთ კი თოვდა,თოვდა,თოვდა." დაწყებულია-06.08.2018 დამთავრებულია-30.08.2020