43.ელა.

500 38 29
                                    

მრავალჯერ იწვიმა და იქუხა იმ დღიდან მათ თავზე.
ერთმანეთის შესახებ არაფერი სმენიათ,ან იქნებ უბრალოდ ამის სურვილი არ ქონდათ.
ორი სხეული ერთ სულში ახლა სამყაროს მოპირდაპირე წერტილებში იმყოფებოდნენ.

მარიამს კარგად ახსოვს ის დღე,მაგრამ არასდროს ქონია სურვილი გაეხსენებინა ან ჩაღრმავებოდა,რადგან ცხოვრების ყველაზე მტკივნეული ნაწილი იყო მისთვის.

მასპინძლებმა მისი თხოვნით ელენეს დაურეკეს,უთხრეს აქ ერთი გოგოა,დახმარება ესაჭიროება და იქნებ მოხვიდეთო.
იმ დღეს დებმა რაც გადაიტანეს,ნამდვილად არავის ვუსურვებთ.

სასწრაფოდ მივიდა,მარიამი გამოიყვანა და სახლში წაიყვანა.
მოკლედ,ელენემ მიზეზის გაგების შემდეგ გადაწყვიტა რომ მარიამი საცხოვრებლად ამერიკაში,მშობლებთან ერთად გადავიდოდა,რადგან კორეაში საფრთხე ელოდებოდა.

სულ რამოდენიმე დღე დასჭირდა ჩალაგებაში და იმის გააზრებაში რომ ცხოვრებას ახლიდან იწყებდა,მაგრამ ამჯერად ჯონგუკის გარეშე.

მშობლებს არაფერი უთხრეს,ერთად მოგვარდნენ იმაზე რომ როდესაც ჩავიდოდა,ზუსტად მაშინ ეტყოდა რომ მისი ამერიკში ჩასვლის მიზეზი ის არის,რომ ჯონგუკს მტრები ყავს და შორთტერმში აუცილებელი იყო საზღვარგარეთ წასულიყო,სადაც თავს დაცულად იგრძნობდა.

თვითმფრინავში თავს ძალიან ცუდად გრძნობდა,უყურებდა ციდან უთვალავი მეტრის დაშორებით ქვეყანას,რომელთანაც დაშორება ეძნელებოდა.მოგონებები,პირველი სიყვარული,მეგობრები.ფიქრობდა შეცდომას ვუშვებ,არ უნდა წავიდეო და პანიკებში ჩავარდნილმა პილოტს სამჯერ თხოვა დაებრუნებინა ისევ მის სახლში.
მართალია პილოტი სმიტების პირადი დამხმარე იყო,მაგრამ მშობლების თანხმობის გარეშე არ შეეძლო დაებრუნებინა.ლოყებს იხოკავდა და შორიდან ადევნებდა განათებულ კორეას,გული წყდებოდა რადგან მისი სული იქ დატოვა.

Love or be Loved/გიყვარდეს ან უყვარდეWhere stories live. Discover now