თავი IX

117 11 2
                                    

  ჰინატა P.O.V
 
   ორი კვირა გავიდა მას შემდეგ რაც ჯიმინი არ გამოჩენილა. იმით ვიმხნევებდი თავს, რომ ის აუცილებლად დაბრუნდებოდა და იმედს არ ვკარგავდი. ყველა დღე უაზროდ გადიოდა. მინდოდა რაღაცა გამეკეთებინა, მაგრამ არაფერი გამომდიოდა. ძალა გამოცლილი, გაუბედურებული ვიწექი ლოგინში და მხოლოდ მასზე ვფიქრობდი.

დღეს შევეცადე ავმდგარიყავი, თავს ცოტა უკეთ ვგრძნობდი, ცხელი აბაზანა მივიღე, მოვწესრიგდი. დაბლა ჩავედი, სახლში არავინ იყო, კარზე ზარის ხმა გავიგე, გავაღე. ჩემს წინ აღმოჩნდა ადამიანი რომელიც პირველად ვნახე. მაღალი, ქერა, ოდნავ მუქი კანით, სერიოზული გამომეტყველებით.

- გამარჯობა, ჰინატა
- გამარჯობა

ცოტა უცნაურად მომეჩვენა, საიდან იცოდა მან ჩემი სახელი? მას ხომ პირველად ვხედავ.

- მე ჯიმინის ახლო მეგობარი ვარ, მინდა ვისაუბროთ

არვიცი რატომ, მაგრამ მისმა ამ სიტყვებმა გამაბედნიერა, შეიძლება მას ცოდნოდა თუ რა მოუვიდა ჯიმინს და სად არის

- შეგიძლია შემოხვიდე, ვისაუბროთ

შემოვიპატიჟე, მისაღებ ოთახში დავსხედით. მოუთმენლად ველოდი თუ რას მეტყოდა

- მე ნამჯუნი ვარ, როგორც წეღან გითხარი ჯიმინის ახლო მეგობარი, გავიგე თქვენს ურთიერთობაზე და ვიფიქრე, რომ ეს გენდომებოდა. არვიცი რა მოუვიდა ჯიმინს, ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით, ის არაფერს მიმალავდა, ეს ამბავი კი ჩემთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა, ის ისე გაუჩინარდა, რომ არაფერი უთქვამს. გავიგე, რომ წინა ღამეს ერთად იყავით. რამე ხომ არ შეგიმჩნევია?
- ის ჩვეულებრივად იყო, ერთად ბედნიერად ვგრძნობდით თავს, არაფერი შემიმჩნევია, უბრალოდ დილით ცოტა დაძაბული მომეჩვენა, მაგრამ რატომღაც ყურადღება არ მიმიქცევია.
- ერთ ადგილას ვერ ვისვენებ, ამ ამბავმა გამანადგურა, მაგრამ იმედს არ ვკარგავ, მინდა ყველგან მოვძენო. დარწმუნებული ვარ ის ცოცხალია და ვიპოვი. თუ სურვილი გაქვს შეგიძლია ჩემთან ერთად წამოხვიდე.

რა თქმა უნდა, არც დავფიქრებულვარ და ისე დავთანხმდი ნამჯუნის შემოთავაზებას, ის რატომღაც დარწმუნებული იყო, რომ ჯიმინი იაპონიაში იქნებოდა, ამიტომ მეორე დილით იაპონიაში გავემგზავრეთ. არ ვიცოდით ამხელა ქვეყანაში სად მოგვეძებნა ჯიმინი.

ათი დამღლელი დღის შემდეგ სრულიად დავკარგე იმის იმედი, რომ ჯიმინი ცოცხალი იყო. ნამჯუნი კი არ ნებდებოდა, ის მაინც დარწმუნებული იყო იმაში, რომ მას იპოვიდა. გადავწყვიტეთ დავბრუნებულიყავით სეულში.

- ნამჯუნ დავიღალე, ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც არაფერი ისმის მისგან, ისიც არ ვიცით ცოცხალია თუ მკვდარი, მაგრამ მაინც უშედეგოთ ვეძებთ.
- ჰინატა, მე მესმის შენი. შეგიძლია წახვიდე და ყველაფერი დაივიწყო, ვიცი რთულია ეს შენთვის, მაგრამ ვერაფერს მოგთხოვ, მე კი მაინც მაქვს იმედი, რომ მას ვიპოვი.

გადავწყვიტე დამევიწყებინა წარსული, მაგრამ ეს ჩემთვის ძალიან რთული აღმოჩნდა. ვცდილობდი ცხოვრების ნორმალურ კალაპოტში ჩავმჯდარიყავი და ხალისით შემეხედა მომავლისათვის. დრო გადიოდა, მისგან კი არაფერი ისმოდა.

Unexpected LoveWhere stories live. Discover now