《8》

2.7K 215 4
                                    

მოტოციკლეტზე მგზავრობამ ცოტა გამომაფხიზლა.

ქამარი ჩემს გარშემო მჭიდროდ იყო შემორტყმული.

გამეღიმა.

გზის პირას მიაქანებდა მოტოს. მარცხნიდან პატარა ტბა მოჩანდა. მთვარის შუქი ლამაზად ირეკლებოდა ჩამდგარ წყალზე და თეთრ ბილიკს ქმნიდა.

ცოტახანში ქალაქშიც შევედით და გზის პირას ბაღთან გააჩერა.

"თავს როგორ გრძნობ?" მკითხა და თან ქამარს გასახსნელად ეჯაჯგურებოდა.

"უკეთესადაც ვყოფილვარ" ჩავიბურტყუნე ცოტა აზრზე მოსულმა. "ბევრი მომივიდა"

"ჰო, მაგაში ვერ შეგედავები" გაეცინა.

ქამარი როგორც იქნა შეხსნა და გადმოსვლაში დამეხმარა.

წელზე ხელი ნაზად მომხვია და ბაღში სკამამდე მიმიყვანა. მაინც ვბორძიკობდი და თავბრუ მეხვეოდა.

სკამზე დავსხედით.

თავისი ტყავის ქუთუკი შეიხსნა და მხრებზე შემომახვია. არც შევწინააღმდეგე, თავს უცნაურად ვგრძნობდი. მციოდა მაგრამ თან კანი მიხურდა.

"იმ სასმელს ეს-სეთი ეფექტები აქვს?" კბილები ამიკაწკაწდა.

"აბა, რას ელოდი" მაჯებით მუხლებზე ჩამოეყრდნო და გამომხედა.

"ა-არ ვიცი" ჩავილაპარაკე.

თეთრი ლამპიონებით განათებულ ცარიელ ბაღში სიჩუმე სუფევდა.

არც კი ვიცი, რამდენი ხანი ვიჯექით ასე, ხმის ამოუღებლად.

"შენი დის საქმეები როგორაა?" არსაიდან მკითხა და განზე გაიხედა.

გაკვირვებულმა გავხედე. "...იუჯინი?"

"ჰო. ხომ ვთქვი მაგის ბიჭი ბანდის წევრიათქო. აზრზეარხარ რამხელა შარში შეიძლება გაებას შენი დაიკო. შეიძლება არაფერი დაემართოს და მოუვიდეს მაგრამ იმისთვისაც შეიძლება აიკიდოს შარი რომ მისნაირის შეყვარებულია"

კრიმინალი 1 | ჯ.ჯკ🌙Where stories live. Discover now