《12》

2.3K 181 10
                                    

"გოგოს პარკ იუჯინი ქვია, შავი ჯიპით რომლის ნომერია *****, ქალაქის ბოლოსკენ მიჰყავთ, ალბათ ქალაქის დატოვებას აპირებენ, სათადარიგო ბუნაგში მიჰყავთ, თუ სწორად ვმსჯელობ"

გარაჟში აფორიაქებული პისტოლეტებს ვამოწმებდი და თან ჯეიკის თითოეულ სიტყვას ვყლაპავდი.

კეჩანგი ჩემს გვერდით არჩევანს აკეთებდა გრძელსა და საშუალო ზომის დანებში. ბოლოს ორი საშუალო დონის, ბასრ წვეტიანი შავი დანები შარვალის ქამარში ფრთხილად გაუყარა და ტყავის ხელთათმანებს დაუწყო ძებნა.

ჩვენ თუ ახლა მათ ავეკიდებოდით, ეს ბანდის წევრებს შორის ომის გაჩაღებას გამოიწვევდა. მაგრამ დავრწმუნებულვარ ამად ღირდა.

დოიონმა ხელის გულზე, თეთრი ხელთათმანები ჩამოიცვა, რომლებსაც თითებამდე ნაჭერი მოჭრილი ჰქონდათ. ქეჰიონმაც და დოიონმაც პისტოლეტს და სათადარიგო პატარა დანას ხელი სტაცეს და მანქანაში ჩასაჯდომად ჩასხდნენ.

მე და კეჩანგმაც უსწრაფესაც მოვიხურეთ კარები. მძღოლის აგდილი დავიკავე.

"დაა მძღოლისთვის რომ დაგვერეკა...?"

თავი გამწარებულმა გავაქნიე და შევუბრუნდი. "მაგისთვის გვაქ რო დრო?!"

ჩემი რეაქციით დაბნეულმა კეჩანგმა დანებების ნიშნად ხელები ასწია და სავარძელზე გაყუჩდა.

მანქანა დავქოქე. "ჯეიკ! დაუჩქარე" ახლა ჩემი სიბრაზე ჯეიკისკენ გადავიტანე, რომელმაც ყველაზე მოკლე სნაიპერისთვის განკუთვნილი თოფი ახლახანს აარჩია და სირბილით წამივიდა. "ახლავე, ახლავე!"

"მანქანის ნომერი დააფიქსირეს, მის კოორდინატებისთვის რუკას გადმომიგზავნიან" ნახევრად მაქანაში დამჯდარმა ჯეიკმა გამოაცხადა. თოფიც შემოათრია და კარები მოიხურა.

გარაჟი ავტომატურად გაიღო მანქანის მოახლოებაზე და პედალს დავაწექი.

***

თვალები ნელა გავახილე. ზუსტად მახსოვს რა მოხდა. სამაგიეროდ არ ვიცი სად მივყავარ ან რას მიპირებენ. რა იგულისხმა იმ ერთმა როცა თქვა "გამოგვადგება"-ო?

კრიმინალი 1 | ჯ.ჯკ🌙Where stories live. Discover now