《10》

2.9K 192 26
                                    

ტელეფონზე საათს დავხედე. საკმაოდ გვიანი იყო.

გაკრიალებული მინიდან, მოტოციკლეტიდან გადმოსულ მინჯუნს თვალი გავაყოლე და შარფი სახეზე უფრო მჭიდროდ ავიფარე.

მარკეტში ორი ქალი ერთმანეთს ელაპარაკებოდა, ორივეს მჭიდროდ ჰქონდათ ხალათის ქამარი ამოვსებულ ტანზე შეკრული.

პროდუქტებით ნახევრად დაცლილ თაროს ამოვეფარე.

ცალი თვალით მას გავხედე.

ის ჩაბნელებულ ქუჩაში, უბრალოდ იდგა. არც კი მოძრაობდა, ან რაიმე მსგავსი. ფეხსაც არ იცვლიდა. ხელები ჯიბეებში ჰქონდა ჩაყოფილი და დაძაბულს გავდა.

მისი თვალთვალისგან, მეც დავიძაბე, და შეშინებულმა მხოლოდ მაშინ ამოვისუნთქე ღრმად, როცა მის წინ დიდი შავი ჯიპი გაჩერდა და შავ პალტოიანი მამაკაცები გადმოვიდნენ.

***

ბილიკს სწრაფად გავუყევით. მომხდარზე არც ერთს ხმა არ ამოგვიღია. საერთოდ, მომხდარის შემდეგ არც ერთს ლაპარაკის სურვილი არ გვქონდა.

მე თავს კიდევ უაზროდ ვგრძნობდი. თითქოს ბილიკზე მივდიოდი, მაგრამ გონებით სულ სხვაგან დავფრინავდი და ამ ყველაფერს შორიდან ვუყურებდი.

თითქოსდა სხეული ცოტა ხნით ავტოპილოტზე გადავრთე.

რათქმაუნდა ეს ჩემი პირველი კოცნა არ იქნებოდა. ყოფილი მეც მყოლია, რომელიც კოცნას არ მაკლებდა. თანაც, ამაში ის ოსტატი იყო.

თუმცა ჯონგუკის თბილმა სუნთქვამ თავგზა ამიბნია და ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ცამეტი წლის გოგონა ვიყავი, რომელსაც ქრაშმა ხელი პირველად ჩაჰკიდა.

ვგრძნობდი ლოყები როგორ მიხუროდა.

ბილიკის გარშემო, ჯუჯა ხეებისა და ულამაზესად გაკრეჭილი ბუჩქების მწკრივი დაიწყო. ასფალტში ჩამაგრებული პატარა ნათურებიდან სხივები ლამაზად ამოდიოდა.

კრიმინალი 1 | ჯ.ჯკ🌙Where stories live. Discover now