《32》

2K 136 84
                                    

დაბრუნებულს ყველა სასტუმროში დამხვდა.

ნერვიულობდნენ, ასე უეცრად სად გავქრი. ტელეფონზე მათ შემოსულ ზარებს მთელი გზა ვაიგნორებდი. გუნების მოშხამვა არ მინდოდა.

"დამშვიდდით, უბრალოდ გავისეირნე" დავინახე დოიონმა და კეჩანგმა უკმაყოფილოდ როგორ გააქნიეს თავები.

"შეგეძლო მოგწერა, რომ გვცოდნოდა! ან ჩემი შეღვიძება და თქმა რაგახდა, ასეთი ძნელი იყო?! ღმერთო ჩემო, რამდენი ვინერვიულე....ეს ორიც მნიშვნელოვანი საქმიდან წამოვიდნენ, მხოლოდ იმიტომ რომ ასე გაქრი...ხოიცი რამე რომ მოგსვლოდა, რა დღეშიც ჩავვარდებოდი..?" ანერვიულებული იუჯინი ხელების კანკალით მომეხვია.

თავს მათ წინაშე მართლაც დამნაშავედ ვგრძნობდი.

"ეს ბოლო დღეებია ძალიან არეული ვარ და კონტაქტი არ მინდოდა, ამიტომ გავედი გასასეირნებლად...მართლა ვწუხვარ"

მართლა ძალიან მრცხვენოდა და ვწუხდი რომ კეჩანგი და დოიონი ჩემი უეცარი გაუჩინარების გამო ასე შეწუხდნენ, და კიდევ უფრო მასევდიანებდა ანერვიულებული იუჯინის დანახვა.

მაგრამ მოვიტყუე. მოვიტყუე გავისეირნეთქო, როცა სინამდვილეში ქეჰიონი ვნახე.

უბრალოდ შინაგანად ვგრძნობდი რომ ეს არიყო ისეთი რამ რომელიც ხმამაღლა უნდა მომეყოლა.

"წამო, ნომერში საჭმელი შევუკვეთოთ და ტელევიზორში რამე ავარჩიოთ საყურებლად. ღამეა და გაასწორებს" კეჩანგმა ტაში შემოკრა და ყურადღების გადატანა გვაიძულა.

დათანხმების ნიშნად უკან გავყევით.

სანამ კიბეებზე ავდიოდით, მესიჯი მომივიდა.

ქეჰიონისგან.

'სად გაგიყვანო ხვალ? უკვე ხომ არ მოიფიქრე?'

გაღიმებულმა ტელეფონს დავხედე და მოვიცადე სანამ ყველა ოთახში შევიდოდა.

'მშობლებთან გამიყვანე'

მოკლე მესიჯი გავუგზავნე და ოთახის კარები ჩემს უკან მივხურე.

კრიმინალი 1 | ჯ.ჯკ🌙Where stories live. Discover now