《15》

2.1K 183 32
                                    

რამდენიმე ხანში ჯონგუკმა თავი ოთახში ისევ შემოყო. "დერეფანში არავინაა. შენი და შენს მარცხნივ ოთახში წევს. დაარწმუნე და აუხსენი რომ ჩვენთან ერთად წამოვიდეს"

თავი დავუქნიე.

სადენები და ყველაფერი უკან თეთრ საწოლზე ფრთხილად დავდე. ვენაში შესობილი ნემსიც ფრთხილად შევეცადე გამომეღო, ისე რომ არ დამეკივლა.

გარეთ გავედი. ჯონგუკი არსად ჩანდა.

კრემისფერ კედლებიან დერეფანში შავი ტყავის მოსაცდელი სკამები იყო ჩამწკრივებული.

სულ ბოლოში, მოხუც კაცს მოვკარი თვალი. ფეხებს შუა ჯოხი ედო და ორივე ხელით ეყრდნობოდა. ხვნეშოდა და შიგადაშიგ ლურჯი ხელსახოცით სახეს იწმენდდა.

არვიცი ეს ცრემლები იყო თუ უბრალოდ ოფლს იშორებდა.

აქ არავინაა, იქნებ დახმარება სჭირდება?

"სერ?" მისკენ წავედი.

გამომხედა.

"ოჰ ექიმო" ფეხზე წამოიჭრა.

"ე-ექიმო? მე ექიმი არ ვარ, სამწუხაროდ..." სახე მომილბა და შევეცადე დაბნეული მოხუცისთვის სიტუაცია ამეხსნა.

"როგორ არა! თეთრი ხალათი გაცვია, იმ დანარჩენი ექიმებივით!" ფეხზე წამოიჭრა.

მისი უეცარი რეაქციისაგან გაკვირვებილმა უკან დავიხიე.

"მ-მე.."

"გეყოთ! გეყოთ ჩემთვის თავის არიდება! მერამდენეჯერ მიწევს ასე აქ ლოდინი! ყოველ მოსვლაზე კი უბრალოდ ჩემი ცოლის სანახავად შედიხართ! არც კი მისმენთ!" კაცმა ცოფები ყარა. ხელი რომლითაც ჯოხს აწვებოდა, უკანკალებდა.

"მე მ-მოგისმენთ..." დაბნეული დანვთანხმდი იმის გაგებაზე თუ რა სურდა მოხუცს, იმის მიუხედავად რომ ექიმი არ ვიყავი და არც აზრზე ვიყავი იმის თუ რახდებოდა.

ოღონდაც დაწყნარებულიყო.

"ვაიმე, ძლივს ახალგაზრდა...ძლივს შეგნებული ახალგაზრდა...შენ გაიხარე გოგონა..." ანერვიულებულმა გაოფლილი შუბლი მოიწმინდა. "ამ ოთახში შებრძანდით, გთხოვთ..." ჩამომჭკნარი ხელი ჩვენს გვერდით კარებისკენ გაიშვირა.

კრიმინალი 1 | ჯ.ჯკ🌙Where stories live. Discover now