《19》

2K 159 42
                                    

"თავიდანვე მოვწვი, რაღაც რიგზე რომ ვერ იყო" დოიონზე დაყრდნობილმა ჯონგუკმა თქვა.

"უბრალო გამვლელი ბიჭების ჯგუფი არ ყოფილან, ბანდის წევრები იყვნენ" კეჩანგი ქეჰიონის გვერდით, მანქანას აეყუდა.

"კი მაგრამ, ჩვენი მოკვლა რაში აწყობდათ?" იუჯინმა იკითხა.

"სამაგიეროს გადახდა უნდოდათ" თავის თავში დარწმუნებულმა ჯეიკმა თქვა. "მაგათ ვიცნობ. JOPთან ახლოს მეგობრობდნენ, ბიზნესის მხრივ"

"და მერე მაგათ გავურბივართ? JOP-ი დაამარცხეთ, პროფესიონალებით სავსე დაჯგუფება, ამათ კი პროფესიონალიზმის არაფერი ეტყობოდათ, ბომბის ტაიმერის წესიერად დაყენება არ იციან!" ვითომც არაფერი, ისე გადაიხარხარა იუჯინმა.

"გგონია ეგრე ადვილია ყველაფერი?" ჯეიკმა თავი გააქნია. "JOP-ი რამდენადაც ბინძურ საქმეს არუნდა ეწეოდეს, ბიზნესში ყველამხრივ წარმატებულნი იყვნენ. მათი დაშლა, უფროსისა და მისი თანაშემწის სიკვდილი იმ მრავალი ჯგუფებისთვის ზარალი იყო, რომლებიც დამატებით ფულს მათთან მუშაობაში იღებდნენ. ჩვენ მხოლოდ ერთ ჯგუფთან არ გვაქვს საქმე"

"ანუ რისი თქმა გინდა, ჩვენ მრავალი ჯგუფი ავიკიდეთ, იმ მიზნით რომ ჩვენზე შურის ძიება უნდათ, JOP-ის გამო?" იუჯინმა გაკვირვებით გახედა.

"მასეა" ყველამ თავი დააქნია.

"ვფიქრიბ, ჯონგუკთან ახლა ვერ დავბრუნდებით" ქეჰიონმა, გულმკერდზე ხელებ-გადაჯვარედინებულმა თქვა.

"მართალს ამბობს. რამდენადაც გასაიდუმლოებული არ უნდა გქონდეს საცხოვრებლის მისამართი, მაინც ყველაფერს ამოგითხრიან. იქ დაბრუნება უსაფრთხოა, ძმაო. გამიკვირდება უკვე აფეთქებული ან ჩვენს ძებნაში გართულებს გადაქექილი თუარექნებათ იქაურობა" დოიონმა თავის მხარზე დაყრდნობილ ჯონგუკს დახედა.

კრიმინალი 1 | ჯ.ჯკ🌙Where stories live. Discover now