《24》

1.7K 136 0
                                    

"კიონგი ერთი დიდი უმაქნისი მძღნერია" ლედი ლაურსმა წინა სავარძლიდან გადმოგვილაპარაკა. "ვიცოდით, რომ ასე მოხდებოდა, რომ წვეულება თქვენზე გადამტერებულ ჯგუფებს კიარ დააწყნარებდა, არამედ სიტუაციას უფრო გააფუჭებდა, ჩვენ-"

"ეს ყველაფერი იცოდით, და წვეულება მაინც მოაწყეთ?" დოიონს ხმაში გაღიზიანება დაეტყო.

"...მხოლოდ მე ვიცოდი რომ საქმე ასე წავიდოდა. იმ ორმა კი შედეგებზე საფიქრელად 'დრო ვერ გამონახა'. მოკლედ ვიტყვი: სულ ფეხებზე ეკიდათ. მაგრამ ძველი ტრადიციით, და იმ მიზნის გამო რა მიზნითაც ეს წვეულება იმართება, მაგის ხარჯზე მოაწყვეს. როგორც ყოველთვის ჯგუფების დაახლოვება სცადეს ნეგატიურობის ჩასახშობათ. მაგრამ როგორც ხედავთ, ბევრს ჰქონდა ძალზე ახლო ურთიერთობა JOP-თან, თქვენმა მკვლელობამ კი ყველა ერთდროულად გააღიზიანა. ჩვენ არ ჩავერევით თქვენს ამ საქციელში, ბოლო-ბოლო ჩვენს სამყაროში ყველა კლავს ამიტომ პასუხი რანამუსით უნდა მოგთხოვოთ, განსაკუთრებით კი მე...უბრალოდ უნდა გეფიქრათ რა მოყვებოდა თქვენს საქციელს"

არავინ ხმას არიღებდა, ამიტომ ისევ ლაურსმა გააგრძელა.

"...არც იმის საშვალება მომცეს რომ მე ჩემი იარაღი შემომეტანა და შენობაში დაცვით შემოვსულიყავი, იქაურობა რომ შეემოწმებინათ. ჩემი ბიჭები, ვინც დაცვად მყავდა წამოყვანილი, ჭიშკარშიც კი არ გამოატარეს"

ასე ლაქლაქით და ათასი თემის განხილვით, საავადმყოფომდეც მივედით.

დაახლოებით ჩემზე ორი წლით დიდმა გოგონამ, ჯეიკის ოთახამდე მიგვაცილა. გზაში კი პაციენტებთან მოპყრობაზე რაღაცას გვარიგებდა.

მე არც კი მესმოდა.

ოთახში ჯეიკი გონებადაკარგული და სახე გაფითრებული იწვა.

***

ჩვენი აქ ყოფნის განმავლობაში ერთი ათჯერ მაინც გვთხოვეს დერეფანში გასვლა რომ მილები შეემოწმებინათ და სისხლის ახალი დოზა გადაესხათ.

კრიმინალი 1 | ჯ.ჯკ🌙Where stories live. Discover now