წესით ახლა უნდა ჩავსულიყავი.
მაგრამ ეს ბიჭი მეღობებოდა.
ფეხზე წამოდგომის თავიც არ მქონდა. არც ის მინდოდა რამე მეთქვა, რადგან მისი ტყავის ქურთუკის ჯიბეში, პისტოლეტის მსგავსი რამ დავლანდე.
სად შენი სიმაღლის შიში და სად ეს.
ორი წამით უბრალოდ ფეხი ჰქონდა შემოდგმული, შემდეგ კი შიგნით მთლიანად შემოვიდა.
ჩემს წინ სავარძელზე დაჯდა და ვგრძნობდი მზერით როგორ მწვავდა.
***
ტირილი შეეწყვიტა და სავარძელზე გასწორებულიყო.
გაფაციცებით ვათვალიერებდი და ვიმახსოვრებდი ყველაფერს რასაც მასში ვხედავდი ან მთვარის შუქზე დანახვა შემეძლო.
"ტიროდი?" აუღელვებლად შევეკითხე.
მან რამდენჯერმე დაახამხამა. "ჰა? ა, მ-მე..."
"ისედაც დაგინახე, უარყოფას ნუ ეცდები" ჩავიცინე.
"მე...ჰო, მართალიხარ. ვტიროდი. სიმაღლის გაუსაძლისი შიში მაქვს" თვალები შეიმშრალა და თავის დაქნევით მიპასუხა.
"ჰმმ..." ნიკაპზე ხელი გავისვი. არაფერზე ვფიქრობდი, უბრალოდ ცოტახნით სიტუაციის განმუხტვას შევეცადე.
"თუ ასეთი შიშისგან იტანჯები, მთელს პარკში ყველაზე მაღალ ატრაქციონზე რა გინდა?" სიცილი ამიტყდა.
თვალები გაუფართოვდა, ალბათ სიცილს ჩემგან არც მოელოდა.
სავარძელს ზურგით მიეყრდნო. "მეთვითონაც არ ვიცი" ქვემოთ ჩაიხედა მისგან მარცხნივ.
მის მზერას გავაყოლე თვალი და ის წყვილი დავინახე სკამზე, ჩემამდე რომ ჩამოვიდნენ.
"იცნობ რომელიმეს?" არც კი შევხედე ისე ვუპასუხე.
"ჩემი დაა"
YOU ARE READING
კრიმინალი 1 | ჯ.ჯკ🌙
Fanfic《დასრულებულია》 ▪¤ ცუდ დროს ცუდ ადამიანს ოდესმე შეხვედრილხარ? ¤▪ • • • [#1 დრამა #2 georgian #3 რომანტიკა #3 ფანფიკი #3 სიყვარული]