《30》

1.2K 118 48
                                    

შენობიდან გამოვედით.

"ეს რატომ გააკეთე?!" ჯონგუკს დავუღრიალე.

მთელი სხეულით ვძაგძაგებდი. ალკოჰოლით გაჟღენთილ ფეხსაცმელებს სუნი აუდიოდა და ჩემს ცხვირამდეც აღწევდა.

"ეს აუცილებელი იყო?! აუცილებელი იყო ასე დაუდევრად მოქცეულიყავი?! შენ...შენ..." ხელებით რამის თმები დავიწიწკნე. "...შენ სულ ასე იქცევი! ფეხებზე გკიდია შენს საქციელს რა მოუვა! არუფიქრდები შენს გაკეთებულს რამოყვება! რატომ არ მიეცი ახსნის საშვალება?! იქნებ რა ჰქონდა სათქმელი ან რა მიზეზი?! რატომ არასდროს არ გინდა რომ-"

"ჰო, მიდი ყველა სხვა გაამართლე! მიდი და შენი ძვირფასი ქეჰიონი დაიცავი, გვერდში ამოუდექი და მე ხელი მკარი!" სიბრაზისგან სახეაჭრელებულმა დამიღრიალა. ხელები მომუშტულუ ჰქონდა და ღრმას სუნთქავდა.

შიშისაგან შევკრთი. ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს ნებისმიერ დროს მეცემოდა და მომახრჩობდა.

მისგან კი ეს არ უნდა მეგრძნო.

ის ხომ თავს პირიქით, უსაფრთხოდ მაგრძნობინებდა.

გაურკვეველი ემოციები მომაწვა და ჩემს თავში ათასი აზრი დატრიალდა.

ყური რომლისთვის დამეგდო კი, არ ვიცოდი.

"ნუ იჩხუბებთ, ამის დრო არ არის!" ჩვენს შორის ლაურსი და იუჯინი ჩადგნენ.

ლაურსი ჯონგუკს მხრებში ექაჩებოდა და მის დაწყნარებას ცდილობდა.

"მომისმინე, ახლა ვერ იჩხუბებთ, ერთი დიდი გაურკვევლობაა. ისიც კიარ ვიცით ქეჰიონს იმ გოგოსთან რაუნდოდა, იქნებ არც უღალატია ჩვენთვის და რამე სხვა ხდება, არ გიფიქრიათ?" ლაურსი ხან მე მიყურებდა, ხან ჯონგუკს.

შავმა ჯიპმა ჩვენს გვერდით მკვეთრად დაამუხრუჭა.

მანქანის კარები მძლავრად გაიღო და კეჩანგი გაგიჟებულივით გამოიქცა.

"რახდება?! ქეჰიონს რა მოუვიდა?!" ხან ერთს შეგვავლო თვალი, ხან მეორეს.

კრიმინალი 1 | ჯ.ჯკ🌙Where stories live. Discover now