《1》

8.2K 319 25
                                    

"ფული, იარაღი და გოგოები. მეტი რაუნდა მინდოდეს" მაცდურად გაიღიმა და სავარძელზე გადაწვა.

ჯაეიონმა ღრმად ჩაისუნთქა და შეეცადა თავზე ხელაღებული ახალგაზრდისთვის ინფორმაცია ნორმალურად მიეწოდებინა.

"შესაძლოა, მაგრამ მამაშენს ახლა ის უფრო სჭირდება, რომ მისმა კლიენტმა ფული სასწრაფოდ გადაუხადოს. მისი კომპანია უმაღლეს მწვერვალზე დგას, და არაპირებს ერთი ბინძური ვალის გამო ტალახში ამოისვაროს" ჯაეიონმა ხელები მაგიდაზე დააწყო.

შავთმიანი ბიჭი, კიდევ უფრო შავი თვალებით, მოხუცს უბრალოდ მიშტერებოდა.

ფეხი ფეხზე გადაედო, ხელები სავარძლის თავამდე აეწია და ღიმილით თვალი შეავლო კლუბს.

ვიღაცაზე თვალი შეაჩერა.

ყელზე ხელი მოისვა, თითქოს ამოწმებდა თავისი ტატუ, რომელიც ყბამდე ასდიოდა, ისევ ადგილზე იყო თუარა.

უცნობისთვის თვალი არ მოუშორებია.

"რაგითხრა ჯაეიონ. მამაჩემთან კარგად იცი როგორი დამოკიდებულებაც მაქვს. ის თავისთვისაა, მე ჩემთვის. მას თავისი ბიზნესიაქ, მე ჩემი. ის სხვა გზით მიდის. მე კი, ჩემით" ჩაიცინა და თან უცნობის თვალიერებას აგრძელებდა.

ჯაეიონმა გვერდით მიიხედა რომ დაენახა ვის მიშტერებოდა ის ასე.

გოგოების ჯგუფი დაინახა მეორე მაგიდასთან, რომლებიც გალეშილები კიდევ სასმელს უკვეთავდნენ და ისე იცინოდნენ, ელექტრონულ მუსიკას ფარავდა და მის ყურებამდეც აღწევდა.

ჯონგუკმა როგორც იქნა ხელები ჩამოიღო, თვალი გაუსწორა მოხუცს. მის უკან მოცეკვავე ხალხთა გროვას გადახედა და ისევ მას მოუბრუნდა.

"იშვიათია მას ჩემგან რამე უნდოდეს, ამიტომაც ფასი ძვირი იქნება" ხელები მომუშტდა და პირზე აიფარა, თითქოს ამ აყალმაყალში მისი ვინმეს ესმოდეს.

"რამდენიც გინდა, ნებისმიერ თანხაზეა წამსვლელი" მოხუცმა ხელსახოცი ამოიღო ჯიბიდან და შუბლიდან ოფლი მოიწმინდა. ანერვიულდა როცა მიხვდა რომ ის თანახმა იყო საქმის შესრულებაზე. "კიდევ დამატებით გადაგიხდით, თუ შენთვითონვე მიაკითხავ კლიენტს... ხომ ხვდები, მამაშენს უნდა სხვებს დაანახოს რომ ვალის არგადახდის შემთხვევაში შენნაირი ბიჭი ჰყავს, ჰაჰ..."

კრიმინალი 1 | ჯ.ჯკ🌙Where stories live. Discover now