Flashback
13.09.2010
უკვე საკმაოდ გვაინი იყო, როცა მინსო შენობიდან გამოვიდა და ავტობუსის გაჩერებისკენ ნელი ნაბიჯებით წავიდა. შემოდგომისთის უჩვეულოდ თბილი საღამო იყო, ამიტომ არ უნდოდა მალე მისულიყო სახლში. ქუჩა გადაჭრა და გაჩერებაზე სკამზე ჩამოჯდა, თავი კედელს მიადო და თვალები დახუჭა. იმდენად დაღლილი იყო, ვერც კი გაანალიზა ისე ჩათვლიმა და არც ის დაუნახავს ან უგრძვნია, როგორ მიუჯდა გვერდით იუნგი.
მინსო მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა, როცა იგრძნო, რომ თავი რბილ რაღაცაზე ედო. თვალები ნელ გაახილა და მის გვერდით მჯდომ ბიჭს გახედა, გაღიმებული რომ უყურებდა მინსოს. გოგონას თავი აქამდე მის მხარზე ედო. იუნგის დანახვისას თვალები გაუფართოვა, ჩახუტებული ჩანთა იქვე დააგდო ფეხებთან და ბიჭს მიაშტერდა.
-იუნგზ! - ხელი დაუფიქრებლად წაიღო ბიჭის დასისხლიანებული ტუჩისკენ და როცა შეეხო, ამ უკანასკნელსაც ტკივილისგან სახე დაემანჭა. - ღმერთო, ეს რა არის! - ხელი ამჯერად წარბისკენ წაიღო, რომელიც ასევე სისხლიანი იყო. გულმა ისე სწრაფად დაუწყო ცემა, სუნთქვაც კი შეეკრა.
-არაფერია, - ჩაილაპარაკა ბიჭმა, რომელიც ისევ ისე უცნაურად იღიმოდა.
-როგორ თუ არაფერია?! - შეიცხადა გოგონამ და სასწრაფოდ ამოიღო ჩანთიდან სალფეთქი და სისხლის მოწმენდა დაიწყო, მაგრამ ჭრილობას არ შეხებია. - ახლავე უნდა დავამუშავო! - გოგონამ უკვე დასვრილი სალფეთქები იქვე ნაგვის ურნაში ჩაყარა, ბიჭს ხელი ძლიერად ჩაკიდა და მაღაზიისკენ წაიყვანა.
-არაფერია, მინს! - იუარა იუნგიმ, მაგრამ გოგონა მაინც არ ჩერდებოდა. როცა მაღაზიას მიუახლოვდნენ, მინსო ერთ-ერთი მაგიდის წინ გაჩერდა და იუნგი აიძულა იქ დამჯდარიყო.
-იცოდე ფეხი არ მოიცვალო! - თითი გამაფრთხილებლად დაუქნია და წამში გაუჩინარდა მაღაზიაში.
YOU ARE READING
Reflection - M.YG. 🍂
Fanfiction"მომენატები. სიგიჟემდე. ყოველ დღე. არ ვიცი, დაგივიწყებ თუ არა. არ ვიცი, შენი შეხების გარეშე გადავრჩები თუ არა. არ ვიცი, როგორ გავაგრძელო ცხოვრება უშენოდ. არ ვიცი, როგორ გადავრჩე. მხოლოდ ის ვიცი, რომ მიყვარხარ. მხოლოდ ის ვიცი, რომ უნდა წავიდე... "...