მინსოსთვის ეს დღე ყველაზე კარგი უნდა ყოფილიყო, გამომდინარე იქედან, რომ ცხოვრებაში პირველად, ამხელა სცენაზე შეძლო ასვლა და ცეკვა. ცხოვრებაში პირველად იგრძნო, რომ რაღაცას სწორად აკეთებდა, თუმცა, ყველაზე ბედნიერი დღეების სიაში პირველ ადგილას ნამდვილად ვერა, მაგრამ ბოლო ადგილზე გასვლა შეძლო ამ დღემ. იუნგიმ შეძლო და მთლიანად გაუფუჭა ხასიათი, ჯერ იმით, რომ მის წინ "ცხოვრობს" და შემდეგ იმ საუბრით, რომელმაც გოგონას გონება მთლიანად არია.
იცოდა, რომ წარსულთან პირისპირ დადგომა მოუწევდა და ამას იუნგის სიტყვებიც ამტკიცებდნენ, მაგრამ გოგონა ამისთვის მზად არ იყო. საერთოდაც არ იცოდა რა უნდოდა? იუნგის დანახვა, ერთი მხრივ, ტკივილს, მეორე მხრივ, მონატრებას აღვივებდა მასში. წარსული იმდენად ძლიერი იყო, ასე ადვილად ვერ ანებებდა თავს და ამას კიდევ უფრო გადაჰყავდა ჭკუიდან. თუმცა, სხვას რას მოელოდა? ამდენწლიანი მეგობრობა და უფრო მეტიც, ვიდე მეგობრობა, ასე ადვილად არ მთავრდება.
ტვინში დატრიალებული აურზაური იმაში უწყობდა ხელს, რომ ბევრი დაელია, ხოლო ამ უკანასკნელში ის ეხმარებოდა, რომ კლუბში იყო და "ერთობოდა". თავიდან ძალიან გახარებული იყო, რადგან დიდიხანია არ ყოფილა გართობის ხასიათზე, მაგრამ იუნგი რისი იუნგია, ყველაფერი რომ არ გააფუჭოს? ამიტომ ახლა ცეკვის ნაცვლად, ბართან ზის და სვამს. თან იმ ბიჭზე ფიქრობს, რომელზედაც არ უნდა ფიქრობდეს. ყოველ შემთხვევაში, დღეს არა.
-წამო ვიცეკვოთ! - ყურში ჩაყვირა ჯეიჰოფმა, რადგან ხმამაღალ მუსიკაში კარგად გაეგო. გოგონამ თავი გააქნია უარის ნიშნად.
-არ ვარ ცეკვის ხასიათზე! - ამოიბურტყუნა და კიდევ ერთხელ მოსვა სასმელი, მაგრამ ჯეიჰოფმა მაშინვე ჩაავლო ხელი მაჯაში და საცეკვაოდ წაათრია. მალევე ალკოჰოლმა თავისი გააკეთა და მინსოც გიჟივით აცეკვდა. ისე ცეკვავდა, იმ წამს საერთოდაც ვერ იფიქრებდით, რომ მოცეკვავე იყო. რად არ აქცევს ადამიანს ეს საზიზღარი სითხე.
YOU ARE READING
Reflection - M.YG. 🍂
Fanfiction"მომენატები. სიგიჟემდე. ყოველ დღე. არ ვიცი, დაგივიწყებ თუ არა. არ ვიცი, შენი შეხების გარეშე გადავრჩები თუ არა. არ ვიცი, როგორ გავაგრძელო ცხოვრება უშენოდ. არ ვიცი, როგორ გადავრჩე. მხოლოდ ის ვიცი, რომ მიყვარხარ. მხოლოდ ის ვიცი, რომ უნდა წავიდე... "...