თუ წაიკითხავთ, გამახარებთ. თუ არ წაიკითხავთ, დამიჯერეთ, არც არაფერი დაგაკლდებათ. მიმოხილვაა მთლიანი მოთხრობის, როგორ დავწერე, რატო, რანაირად და ასე შემდეგ. ^^
პირველ რიგში, მადლობით დავიწყებ და გეტყვით, რამდენად მნიშვნელოვანი იყო და არის ის რამდენიმე კომენტარი თუ ვოუთიც კი, შემოსვლისას რომ მხვდებოდა და მხვდება. არ ვიტყვი იმას, მკითხველი მაკლია და რა საშინელებაა-თქო. პირიქით, ერთი კაციც რომ მყოლოდა, იმასაც მადლობას გადავუხდიდი და ახლა 2000-ზე მეტი მკითხველი ყავს და რა ნამუსით ვთქვა, არავინ კითხულობს-თქო. 😂
თავიდან ერთი მომენტი მქონდა, არ ვწერდი არაფრის დიდებით იუნგიზე. ჩემი ბაიასია და უფრო მეტად მიყვარს როგორც პიროვნება, ვიდრე მხოლოდ აიდოლი და ისეთი გრძნობა მეუფლებოდა, თითქოს შეურაცხყოფას ვაყენებდი ჩემი ნაწერით. მოკლედ, როგორღაც გადავლახე ეს ბარიერი და დავიწყე წერა.
ისეთი მნიშვნელოვანი იყო თითოეული სიყვა, რომელსაც ვწერდი, რომ არ ვიცი. და იმასაც გეტყვით, სულელი რომ ვარ და ახლაც ვაჭიანურებ დარედაქტირებას. ვისაც Paper Guns გაქვთ წაკითხული, ის უკვე დავარედაქტირე და იგივეს გაკეთება მინდა ამ ფიკზეც. მაგრამ არასდროს არ ვარ ჩემი თავით კმაყოფილი და ვიცი, წაკითხვისას უამრავჯერ გავლანძღავ საკუთარ თავს. ასე რომ, ცოტახანი ამას ალბათ ვერ ვიზამ.
მოკლედ, ასეა თუ ისე, მოვახერხე და დავწერე ბოლომდე. ერთი ადამიანის დამსახურებაცაა. სიმართლე რომ გითხრათ, იმან დამაძალა. 😂 მადლობა ნამდვილად მეთქმის და სულ ვეუბნები, მაგრამ საპასუხოთ ლანძღვა-გინების გარდა, ვერაფერს ვიღებ, სოოუ 😂😂😂 მოკლედ, აღარ გვინდა ამაზე.
ახლა ის ლეგენდარული სერიალი, მთელი სასტავი რომ დააკავშირა ერთმანეთს - ნამჯუნი, იუნგი და მინსო. 😂😂
ესენი არიან. სერიალს ქვია F.R.I.E.N.D.S - დარწმუნებული ვარ, ერთი პატარა მომენტი მაინც გექნებათ სერიალიდან ნანახი და ერთი მსახიობი მაინც გეცოდინებათ. საკმაოდ კარგი სერიალია და დარწმუნებული იყავით, მინსოც, იუნგიცა და ნამჯუნიც გირჩევდათ ყურებას 😂😂 (ისევე, როგორც მე 😂😂)
იუნგი და ნამჯუნი გამახსენდა ამ სურათზე 😂😂😂😂😂
მოკლედ, ისე მოხდა თუ ასე, მოვახერხე და ბოლომდე მივიყვანე ფიკი, რომელიც მართლა მნიშვნელოვანია ჩემთვის. რაც მთავარია, ზუსტად ისეთი იუნგის "დახატვა" ვცადე როგორსაც მე აღვიქვამ. ეს კიდე ცალკე თემაა და მართლა შორს წავალ, ამის განხილვაც რომ დავიწყო. ფქტია, როგორ იუნგისაც მე ვხედავ, ეს Reflection-ის იუნგია.
რამდენისგან გამიგია, დასასრული ყველაზე მნიშვნელოვანიაო მთლიანად ფანფიკისთვისო და ყველანაირად ვეცადე, ლოგიკური დასასრული ჰქონოდა. ისეთი ამ წყვილს რომ შეეფერება და ისეთი, როგორსაც მე ველოდი. იუნგის რომ კითხოთ, Happy Ever After-ით არ მთავრდება ყველაფერი, მაგრამ ისედაც არეულ, რთულსა და ბევრისთვის უიმედო რეალობაში, წარმოსახვებიც აუცილებელია. თუნცად Happy Ever After-ით.
ასე რომ, მე ჩემი ვცადე, როგორ გამომივიდა, ეს მთლიანად მკითხველზეა დამოკიდებული. ჩემი აზრით, ნებისმიერი მწერალი, მუსიკის შემქმნელივითაა. იუნგიმ თქვა, როცა მუსიკას ვქმნი და მას უსმენენ, ის ჩემი აღარ არისო. როგორ ინტერპრეტაციას გაუკეთებენ, როგორ მივა მსმენელამდე, მთლიანად ინდივიდზეა დამოკიდებულიო. ასე რომ, როცა ვქმნი მუსიკას, ის მე აღარ მეკუთვნისო. ჩემთვის წერაც ასეა. როგორც მკითხველი აღიქვამს ნაწერს, ისეთია მისთვის.
კიდევ ერთხელ მადლობა, რომ კითხულობდით, კითხულობთ და იმათაც მადლობა, მომავალში რომ წაიკითხავთ. 💜💜💜
P.s თეთეს ფანებს გაგახარებთ და გეტყვით, რომ ახალი ფიკის წერა დავიწყე, Desire ქვია და უკვე დევს ჩემ გვერდზე.
P.P.s კიდევ ერთხელ დიდი მადლობა 💜💜💜
YOU ARE READING
Reflection - M.YG. 🍂
Fiksi Penggemar"მომენატები. სიგიჟემდე. ყოველ დღე. არ ვიცი, დაგივიწყებ თუ არა. არ ვიცი, შენი შეხების გარეშე გადავრჩები თუ არა. არ ვიცი, როგორ გავაგრძელო ცხოვრება უშენოდ. არ ვიცი, როგორ გადავრჩე. მხოლოდ ის ვიცი, რომ მიყვარხარ. მხოლოდ ის ვიცი, რომ უნდა წავიდე... "...