ლიფტში დრო საოცრად გაიწელა. თითქოს მეშვიდე სართულზე კი არა, მეოცეზე მიდიოდნენ. მინსოს გონება ისევ კოცნის სცენას ატრიალებდა გაფუჭებული კასეტასავით. თანდათან უფრო ეჩვევა ამ ბიჭს, მისი შეხებაც, კოცნაც, ზრუნვაც ისეთივე მნიშვნელოვანი ხდება, როგორც წარსულში. არ უნდა ასე მოხდეს, არ უნდა მიეჩვიოს და სიმართლის გაგების შემდეგ კიდევ ერთხელ გატყდეს, ჩამოიშალოს, მაგრამ ეს იუნგია. იუნგი ერთადერთია, რომელთანაც თავის შეკავება უბრალოდ არ შეუძლია.
იუნგიც უჩვეულოდ მშვიდად იყო, თითქოს არაფერი ახალი. თითქოს მინსოსთან ერთად მის ბინაში არაერთხელ მისულა და ესეც ძალიან ჩვეულებრივი ამბავი იყოს ორივესთვის. გოგონაში რამდენიმე ადამიანი იბრძოდა და ყველა მის სიმართლეს გაყვიროდა, ყველას უნდოდა, რომ ერთი მიმართულებით წასულიყვნენ, მაგრამ არც ერთი არ ისმენდა მეორეს შეთავაზებას და რომ არა ლიფტის კარის გაღება და სასურველ აპარტამენტში შესვლა, მინსოსაც ერთიანად ჩაითრევდა ყველა ფიქრი უსასრულობაში.
პირველი, რაც ბინაში შესვლისას დაინახა, ძალიან ლამაზი, ყავისფერი, ხუჭუჭაბეწვიანი ძაღლი იყო, რომელიც პატრონს აჟიტირებული შეხვდა. მინსოს მაშინვე გაებადრა სახე, როგორც კი ძაღლს მოკრა თვალი და იუნგის ეს არ გამოპარვია. გოგონას ზედმეტად უყვარდა ძაღლები და ამას მისი რეაქცია ამტკიცებდა კიდეც. მაშინვე დაიხარა ძაღლთან ხელები მისკენ წაიღო მოსაფერებლად.
-რა ლამაზია! - აღმოხდა კარგად დაკვირვების შემდეგ გოგონას, იუნგი უკვე მას აღარ უყურებდა, სამზარეულოში იყო გასული და ნივთებს ალაგებდა პარკებიდან, მაგრამ მალევე გამოვიდა გოგონასთან, რომელიც ძაღლს ეფერებოდა. - რა ქვია? - ღიმილი ვერ შეიკავა, იმდენად საყვარელი იყო ძაღლი.
-ჰოლი, - ძაღლს პატრონი აღარ აინტერესებდა, უცნობმა ადამიანმა ძალიან დააინტერესა, მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა ვინ იყო.
YOU ARE READING
Reflection - M.YG. 🍂
Hayran Kurgu"მომენატები. სიგიჟემდე. ყოველ დღე. არ ვიცი, დაგივიწყებ თუ არა. არ ვიცი, შენი შეხების გარეშე გადავრჩები თუ არა. არ ვიცი, როგორ გავაგრძელო ცხოვრება უშენოდ. არ ვიცი, როგორ გადავრჩე. მხოლოდ ის ვიცი, რომ მიყვარხარ. მხოლოდ ის ვიცი, რომ უნდა წავიდე... "...