6

841 97 8
                                    


ჯიმინის "ქამბექი" იმდენად სწრაფად მოვიდა, მთელმა ჯგუფმა თვალის დახამხამებაც ვერ მოასწრო. მინსო ზედმეტად დატვირთული იყო. რამდენიმე დღე გადაბმულად ჰქონდა კონცერტები, თითქმის ნორმალურად დაძინებასაც ვერ ახერხება და ამას ისიც ემატებოდა, რომ თვის ბოლოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი დაჯილდოვება იყო, რომელსაც ჯიმინი უნდა დასწრებოდა. რაც ავტომატურად მის დასწრებასაც ნიშნავდა.

რამდენიმე ქორეოგრაფია შეცვალეს და რამდენიმე სრულიად ახალი დაამატეს. თითქმის დრო არ იყო, რომ რომელიმეს დაესვენა, მაგრამ მინსოს ეს საერთოდაც არ აწუხებდა. პირიქით, უკეთესიც იყო, რადგან ფიქრისთვისაც დრო საერთოდ არ რჩებოდა. თუკი მაინც დარჩებოდა, ყველაფერს აკეთებდა რომ სხვა რამეზე გადაეტანა ყურადღება. რამდენხანს გაექცეოდა ამ ყველაფერს არ იცოდა, მაგრამ ახლა ამაზე ფიქრის დრო ნამდვილად არ ჰქონდა და არც უნდოდა.

თავიდან ძალიან ბევრი იფიქრა ჯიას სიტყვებზე, რომ იუნგის უნდა დალაპარაკებოდა, რომ მისგან მოესმინა პასუხები, მაგრამ მისთვის ეს ძალიან ძნელი იყო. სასაცილოდ ეჩვენებოდა უბრალოდ მისულიყო იუნგისთან და ეთქვა გაპატიე ყველაფერიო. თანაც, უბრალო პრობლემა ხომ არ იყო გადასაწყვეტი? მათი ისტორია უნდა დამთავრებულიყო და მინსომ არ იცოდა რა მოხდებოდა, ყველაფერს საბოლოოდ დაესმებოდა წერტილი თუ კიდევ გამოჩნდებოდა გასაგრძელებელი გზა.

დიდად იმისიც არ სჯეროდა, რომ პრობლემები ადვილად მოგვარდებოდა. ამას პირველ რიგში ის უშლიდა ხელს, რომ გოგონა დარწმუნებული არ იყო გრძნობები ბოლომდე გაუქრა თუ არა ბიჭის მიმართ. გრძნობები, რომლებმაც მაშინვე დატოვეს სამალავი, როგორც კი პირველად დაინახეს იუნგი და მისი უცვლელი, თბილი გამოხედვა . ამიტომ იყო, მთლიანად რომ ახდენდა კონცენტრირებას მის რეპეტიციებზე. არ უნდოდა იმ აურზაურისთვის მიექცია ყურადღება, რომელიც მის გონებაში ტრიალებდა.  მინსოს ერთი კარგი ჩვევა აქვს, ყველაფერს დროსა და ახალ დღეს ანდობს და ამით ცხოვრობს კიდეც.

Reflection - M.YG. 🍂Where stories live. Discover now