Flashback
3.03.2011
-დე, დღეს ჯუნთან და იუნგისთან ერთად მივდივარ საჭმელად რეპეტიციების მერე და არ შეგეშინდეს, კაი? - თბილად გაუღიმა მინსომ დედას და ჩანთა ზურგზე მოიკიდა.
-კიდევ კარგი ეგ ბიჭები გყავს, თორე ჭამა სულ დაგავიწყდებოდა! - თქვა ქალმა და სამზარეულოდან გამოვიდა, თან ხელში კონტეინერი ეჭირა, რომელშიც მინსოსთვის განკუთვნილი საკვები ელაგა.
-ხომ იცი, რომ ეგ არასდროს მავიწყდება? - დამაჯერებლად უთხრა გოგონამ და ქალს მიუტრიალდა, კონტეინერი ჩანთაში რომ ჩაედო.
-უფრო და უფრო ხდები და მეუბნები, რომ ჭამ? - ამოიოხრა ქალმა. ნერვიულობდა შვილზე, რადგან გამუდმებული ვარჯიშის გამო უფრო გახდა. იცოდა, რომ ჭამდა, მაგრამ ვერ ახერხებდა ამას იმდენჯერ, რამდენჯერაც საჭირო იყო და ეს ანერვიულებდა. - იუნგიც იქნება?
-კი, რატო მეკითხები? - გაკვირვებული მიუტრიალდა გოგონა დედას.
-უბრალოდ, - ჩაიცინა ყავისფერთვალებამ და გოგონას ლოყაზე უჩქმიტა. - გამიკვირდა, სახლიდან გამოსვა რომ აიძულეთ, - მინსოს მეგობრებს უკვე ისე იცნობდა, როგორც საკუთარ შვილს. ამიტომ გაუკვირდა, ზარმაცი იუნგიც მათთან რომ მიდიოდა.
-ხომ იცი უარს ვერ მეუბნება, - ეშმაკურად გაიღიმა გოგონამ და გასასვლელისკენ წავიდა.
-არ გეუბნება, - ჩაილაპარაკა ქალმა და გაიღიმა, გოგონას მისი სიტყვები არ გაუგია, ამიტომ გაკვირვებულმა შეხედა, რა მითხარიო და ქალმა სწრაფად გააქნია თავი. - არაფერი, საჭმელი ჭამე და თავს მიხედე-თქო! - თბილად გაუღიმა გოგონას და ხელი დაუქნია.
-მიყვარხარ, დე! - გასძახა მინსომ და სასწრაფოდ გაიქცა ავტობუსის გაჩერებისკენ.
დღე იმაზე მეტად გაიწელა, ვიდრე მინსოს წარმოედგინა. უყვარდა, როცა გარეთ გაზაფხულისთვის დამახასიათებელი, თბილი სიო ქროდა. ახლა დამთავრდა ზამთარი და ჯერ კიდევ ციოდა, მაგრამ მაინც სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა ჰაერში. ისეთი, თითქოს გარემომ უკვე დაიწყო გამოფხიზლებაო და მინსოს სწორედ ამ დროს უყვარდა გარედ სეირნობა, უსასრულოდ, მაგრამ ამას ვერ ახერხებდა. ვერც სკოლას გააცდენდა, რადგან გამოსაშვები გამოცდები ახლოვდებოდა და ვერც რეპეტიციებს დააიგნორებდა, კონკურსის ნახევარ-ფინალი სულ რაღაც ერთ კვირაშია და ახლა უფრო მეტი უნდა ევარჯიშა.
YOU ARE READING
Reflection - M.YG. 🍂
Fanfiction"მომენატები. სიგიჟემდე. ყოველ დღე. არ ვიცი, დაგივიწყებ თუ არა. არ ვიცი, შენი შეხების გარეშე გადავრჩები თუ არა. არ ვიცი, როგორ გავაგრძელო ცხოვრება უშენოდ. არ ვიცი, როგორ გადავრჩე. მხოლოდ ის ვიცი, რომ მიყვარხარ. მხოლოდ ის ვიცი, რომ უნდა წავიდე... "...