10

690 82 10
                                    


-შეგიძლია ამიხსნა, რა ჯანდაბაა ეს? - იმდენად გაბრაზებული იყო, რომ საერთოდ არ ანაღვლებდა არაფერი. არც ის, რომ ჯიმინი მისი უფროსია და ამ ტონით ნებისმიერ წამს შეუძლია გათავისუფლოს. ისედაც საფრთხის ქვეშაა მისი მომავალი სამუშაო ამ კომპანიაში.

-გაუგებრობაა და მეტი არაფერი, მინსო, - თუმცა ჯიმინს მინსოს ხმისთვის ყურადღება არ მიუქცევია, რადგან ბუნებრივი იყო მისგან გაბრაზება და მშვიდად დაიწყო ახსნა.

-როდის მერეა, რომ შენ გხვდები? - კიდევ ერთხელ დახედა მობილურს და ისევ გაბრაზებით ახედა ჯიმინს. ჯეოჰოფი უხერხულად იდგა მათ შორის და ორივეს აკვირდებოდა.

-მედიას საშუალება მიეცა რაღაცაზე დაეწერა, საქმე რომ არ აქვთ და ამიტომ არაფრისგან შექმნეს სკანდალი. დამიჯერე, ყველაფერი მალე მოგვარდება, ამის პირობას გაძლევ.

-ხო, რა თქმა უნდა, შენი გადარეული ფანების ხელში რომ აღმოვჩნდები, მერე, მით უმეტეს, მოგვარებული იქნება ყველაფერი, - ამჯერად კომენტარებს გადაავლო თვალი მინსომ. - არც კი მინდა წარმოვიდგინო, რას მოიმოქმედებს გაბრაზებული ფანი, რომელსაც მის საყვარელ "ოპპას" ართმევენ!

-მენეჯერს უკვე ველაპარაკე, მინსო და იცის, რომ შენ არაფერ შუაში ხარ. მედიასაც გააჩუმებს მალე, ასე რომ, არაფერია სანერვიულო. უბრალოდ უნდა მოვიცადოთ, - ჯიმინი გაბრაზებულ გოგონას მიშტერებოდა, რომელმაც მობილური ჯეიჰოფს დაუბრუნა და ერთი ღრმად ამოისუნთქა.

-მე წავალ. - უხერხულად ამოილაპარაკა ჰობიმ და ისე, რომ არც ერთის პასუხს არ დალოდებია, ოთახიდან გავიდა.

-ერთი წამითაც არ მიმიცია რომელიმე ჟურნალისტისთვის მიზეზი იმისა, რომ ამ სკანდალის ნაწილი გავმხდარიყავი, პარკ ჯიმინ! - მოჩვენებითი სიმშვიდით წარმოთქვა მინსომ სიტყვები და იქვე დადებულ სკამზე მოწყვეტით დაჯდა.

-დამერწმუნე, ვიცი, მინსო, - ჯიმინმაც სკამი მოაჩოჩა და გოგონას წინ დაჯდა. - სინამდვილეში, ყველაფერი ჩემი ბრალია.

Reflection - M.YG. 🍂Where stories live. Discover now