ბიჭს როგორც კი ჩაეძინა, მაშინვე დააღწია მის მარწუხებს თავი და სამზარეულოში გავიდა. ტანზე ის ეცვა, რაც პირველი ნახა იუნგის კარადში. წინა ღამით ისე წამოვიდა დეიდამისის სახლიდან, ტანსაცმელი კი არა, ის არ ახსოვდა საერთოდ ვინ იყო. ის პიჟამაც, მიუხედავად იმისა, რომ მისი იყო, მაინც არაკომფორტულად ჰქონდა და გამოცვლა ამჯობინა.
წვნიანის კეთებას შეუდგა. დილით დეიდა კიდევ ერთხელ შეაწუხა, შესაბამისი წამლებიც იყიდა, წვნიანის გაკეთებაზეც დაელაპარაკა, რადგან კარგი უნდოდა გამოსვლოდა და დეიდას დაცინვაც მიიღო პასუხად. თუმცა მინსოსგან საპასუხოდ მობილურის გათიშვა დაიმსახურა მხოლოდ.
საძინებელში გავიდა, როცა წვნიანის კეთებას მორჩა. იუნგის საწოლთან ჩამოუჯდა და წამით მის მკრთალ სახეს დააკვირდა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ სახლში იყო. არაფერი ეუცხოებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ მიუჩვეველი და უცხო იყო.
იმ მომენტში, როცა წერილი წაიკითხა, ფიქრის საშუალება არ ჰქონდა. მთლიანად გრძნობებს აჰყვა და მათაც იქ მოიყვანეს, სადაც უნდა მოსულიყო. არ ნანობს და არც ინანებს, აქ მოსვლას. არ უნდოდა იმ წლებზე, იმ ტკივილსა და მოგონებებზე ეფიქრა, რომლებიც წარსულს მიაბარა. უნდოდა ყველაფერი ახლიდან დაეწყო. იმდენად დიდი იყო ამ ბიჭისადმი გრძნობები, შეუძლებელი იყო მისი მიტოვება.
თავის თავს ყოველთვის არწმუნებდა, დღევანდელი დღით ეცხოვრა და ახლაც ამას აპირებს. წარსულის გარეშე არ ვარსებობთ და არც არასდროს ვიარსებებთ. მთავარია შევძლოთ, წარსულს მაშინ მივცეთ საშუალება აწმყოში ჩაერიოს, როცა შესაფერისი დროა.
ადამიანები ხომ აწმყოში ყალიბდებიან. შეიძლება გვინდოდეს მომავალი უკეთესი იყოს, მომავალში რაღაცას წერტილი დავუსვათ, მაგრამ ყოველთვის საპირისპირო მივიღოთ შედეგად. რაც გვეგონა რომ დამთავრდა, გრძელდება და რაც გვგონია, რომ გაგრძელდება, სრულდება. ბუნების დაუწერელი კანონივითაა.
YOU ARE READING
Reflection - M.YG. 🍂
Fanfic"მომენატები. სიგიჟემდე. ყოველ დღე. არ ვიცი, დაგივიწყებ თუ არა. არ ვიცი, შენი შეხების გარეშე გადავრჩები თუ არა. არ ვიცი, როგორ გავაგრძელო ცხოვრება უშენოდ. არ ვიცი, როგორ გადავრჩე. მხოლოდ ის ვიცი, რომ მიყვარხარ. მხოლოდ ის ვიცი, რომ უნდა წავიდე... "...